საკუთარი ვაქცინა: დასახელდა რუსეთში მოსახლეობის აცრის ვადები

© photo: courtesy of Ministry of Defense of the Russian Federationაცრა კორონავირუსზე
აცრა კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს დაექვემდებაროს, მოსახლეობის ორი მესამედის აცრაა საჭირო.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აცრა კორონავირუსულ ინფექციაზე მომდევნო წლის ზაფხულისთვის იგეგმება, იუწყება РИА Новости გამალეის ცენტრის დირექტორზე ალექსანდრ გინცბურგზე დაყრდნობით.

კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
„საბოლოო პასუხი:“ The Lancet-ი რუსული ვაქცინის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

მისი თქმით, იმისათვის, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებაროს, მოსახლეობის ორი მესამედი, ანუ დაახლოებით 70-75 მლნ კაცი უნდა აიცრას. ამასთან თავად ვირუსის სრულ დამარცხებაზე საუბარი არ არის.

აგვისტოში რუსეთმა COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა სახელწოდებით Sputnik V, რომელიც სწორედ გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად.

კლინიკური გამოცდებისას პრეპარატმა კვლევის მონაწილეების 100 პროცენტს ჩამოუყალიბა მდგრადი ჰუმორალური და უჯრედული იმუნური პასუხი და ამავდროულად არ გამოუწვევია არანაირი არასასურველი რეაქცია არც ერთი კრიტერიუმით.

ამასთან, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა აცრილ მოხალისეებში 1,4–1,5-ჯერ აღემატებოდა COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების ორგანიზმში არსებულს.

ყველა ახალი ამბავი
0