06:17 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (602)
488 0 0

კითხვაზე, როგორ აფასებს ის ვაშინგტონი მოწოდებას საერთაშორისო პარტნიორებისადმი იმეგობრონ ჩინეთის „წინააღმდეგ“, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთში ამას აფასებენ როგორ „პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის უცხოა“.

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. რუსეთისთვის უცხოა ამერიკელების პოლიტიკა იმეგობროს ჩინეთის ან ვინმეს წინააღმდეგ, მოსკოვი ცდილობს ყველასთან ააწყოს მეგობრული ურთიერთობა და ამისთვის პირობებს არ უყენებს, კვირას განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

კითხვაზე, როგორ აფასებს ის ვაშინგტონი მოწოდებას საერთაშორისო პარტნიორებისადმი იმეგობრონ ჩინეთის „წინააღმდეგ“, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთში ამას აფასებენ როგორ „პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის უცხოა“.

„არ რუსეთი, არც ჩინეთი, არც ჩვენი მოკავშირეები არასდროს არ ვთავაზობთ ვინმეს ვიმეგობროთ ვინმეს წინააღმდეგ. თვითონ ის, რომ ვიღაცა განაწყო სხვების წინააღმდეგ, უკვე შეიცავს პასუხს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამასთან“, - განაცხადა ლავროვმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვში „სრულიად სხვა დიპლომატიური და პოლიტიკური კულტურაა“.

„ჩვენ გვსურს ყველასთან გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობაა. ვისთანაც არ უნდა ვაღრმავებდეთ კავშირებს, არასდროს არ ვაყენებთ პირობებს, რომ თანამშრომლობის საფასური უნდა იყოს ურთიერთობების გარკვეული გაუარესება იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ აღძრავს სიმპათიებს ვაშინგტონში ან სხვ.“, - განაცხადა მან.

„იმეგობრო ვინმეს წინააღმდეგ“, ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება სიტყვა „მეგობრობას“ მნიშვნელობას“, - დასასრულს აღნიშნა ლავროვმა.

თემები:
რუსეთი დღეს (602)

მთავარი თემები