მოსაზრება: რატომ მარცხდება დასავლეთი სავაქცინო რბოლაში – რუსეთი უკვე მხილებულია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმოხალისეების აცრა
მოხალისეების აცრა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო სავაქცინო რბოლა სწრაფად უახლოვდება ფინიშს და გზად პოლიტიკურ მოვლენებს, კატასტროფებსა და სკანდალებს იკრავს.

ვიქტორ მარახოვსკი

ახლახან ტრასიდან გადავიდა (ან დროებით პიტ-სტოპზე შევიდა) რბოლის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ბრიტანული ვაქცინა AstraZeneca, ვინაიდან ტესტირების ერთ-ერთ მონაწილეს ზურგის ტვინის ანთება გამოუვლინდა.

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებები, რომელთა მედიასაშუალებები მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსული ვაქცინის მხილებას იმაზე აგებდნენ, რომ „ის დაჩქარებული ფორმით დაარეგისტრირეს გამოცდების მესამე ფაზის დასრულებამდე“, ახლა თავად ემზადებიან ვაქცინის დაჩქარებულად დასამტკიცებლად.

თუმცა რუსეთის კვალზე დადგომა (ამის სხვა მაგალითები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის პრეზიდენტ კირილ დმიტრიევს მოჰყავს) ხელს არ უშლის დასავლურ მედიასაშუალებებს, განაგრძონ მისი მხილება და გაამწვავონ კიდეც იგი.

რუსული ვაქცინა  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: კორონავირუსის რუსული ვაქცინის კრიტიკოსებმა საკუთარ თვალში უნდა მოძებნონ დირე

მაგალითად, CNN წერს, რომ „პუტინის ვაქცინა ოპოზიციას აწყდება განათლების მუშაკთა შორის“. უფრთხილდებიან რა ჯანმრთელობას, მასწავლებელთა მცირე პროფგაერთიანებამ ონლაინ-პეტიცია ჩაუშვა და მოუწოდა პედაგოგებს, არ აიცრან.

კომპეტენციის დონე გასაგები ხდება პროფგაერთიანების ხელმძღვანელის, მოწინავე ქალის, ინგლისური ენის მასწავლებლის სიტყვებიდან, რომელიც ავტორიტეტულად აცხადებს: „ყველამ შესანიშნავად იცის, რომ რუსული ვაქცინის ხარისხი უფრო ცუდია, ვიდრე უცხოურებისა“. და თანაც ის ძალიან სწრაფად შეიქმნა. მართალია, მასწავლებლებიდან ჯერჯერობით არავის დაუჩივლია, რომ იძულებით ცრიან, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ან, მაგალითად, Bloomberg-ის ტექსტი, რომ რომელიღაც ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერებს „ეჭვი ეპარებათ რუსული ვაქცინის გამოცდების შედეგებში, ვინაიდან ტესტირების ანგარიშში, რომელიც Lancet-ში გამოქვეყნდა, კვლევის მონაწილეთა ორგანიზმში ანტისხეულების საეჭვოდ მსგავსი დონეები გვხვდება“. ფალსიფიკაციაზე პირდაპირი საუბარი არ მიდის, მაგრამ სახეზეა აქტიური მინიშნება, რომ „ეს ის რუსები არიან, რომლებმაც ოლიმპიადა გააყალბეს“.

ყველა იმ რუსული გადაწყვეტილების გამეორება, რომლებიც დასავლეთს შეუძლია გაიმეოროს, და ისეთების შფოთიან-დამცინავი მხილება, რომელთა გამეორების თავიც არ აქვს, საკმაოდ უაზრო მაიმუნობად გამოიყურება (რაც აზრობრივად შემთხვევით ერითმება იმ ფაქტს, რომ დასავლური კომპანიები თავიანთ ვაქცინებს არა „ადამიანურ“, არამედ ნოვატორულ და წესიერად შეუმოწმებელ „მაიმუნურ“ პლატფორმაზე ქმნიან). ის ფაქტი, რომ შემქმნელები ცდილობენ, წინდაწინ აარიდონ თავი შესაძლო პასუხისმგებლობას, უკვე იქცა კარიკატურისტების შთაგონების წყაროდ.

კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
„საბოლოო პასუხი:“ The Lancet-ი რუსული ვაქცინის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

თუმცა ეს ჩვენთვის სრულებით არ არის ჩვეული. არ ღირს ვიფიქროთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ფონზე რუსეთის აღმაშფოთებელი წარმატებული ბრძოლა კორონავირუსთან მხოლოდ სამამულო ტრადიციების მცველებს ჰგვრის შოკს — „ჩვენთან ჯანდაცვა კლავს, იმკურნალეთ მარტო ევროპა/ისრაელ/აშშ-ში-ს“ თანახმად. დასავლეთიც შოკირებული იყო, თანაც ისე, რომ იგივე პირობითი CNN და „ბლუმბერგი“ თვეების განმავლობაში ატრიალებდნენ ანალოგიურ „სპეციალისტები ეჭვობენ“, „ექიმებს არ სჯერათ“, „რუსეთში ვარაუდობენ, რომ პუტინისეული ხელისუფლება სტატისტიკას აყალბებს“. სხვათა შორის, ჩინური ვაქცინის გარშემოც ახლა ზუსტად ასეთივე „ეჭვობენ–ვარაუდობენ–მალავენ“ არის აგორებული.

მთელ ამ პანდემონიუმს ერთი ასპექტი აქვს, რომელსაც რუსეთში სრულად ვერ აცნობიერებენ.

საქმე ისაა, რომ აშშ-ში ვაქცინის ძიების პრობლემა ღრმად პოლიტიზებულია, როგორც საერთოდ ყველაფერი, რასაც კორონავირუსთან აქვს კავშირი. იგივე ითქმის ამჟამად შეჩერებულ AstraZeneca-ს ვაქცინაზე — დონალდ ტრამპის ერთ-ერთ „სავაქცინო იმედზეც“, რომლის ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად სწარაფად მიწოდება ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კარში გოლი იქნება.

ამასთან დემოკრატების მედიასაშუალებებმა უკვე გაშალეს კამპანია ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც თითქოს აჩქარებს კვლევებს და ამით საფრთხეს უქმნის ამერიკელების ჯანმრთელობას. ეს კამპანია ზუსტად ისეთივე სქემაზეა აგებული, როგორითაც რუსულ ვაქცინას „კლავენ“: პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად პრეზიდენტი მზადაა ბაზარზე შეუმოწმებელი საშუალება გაიტანოს, კაცმა არ იცის, როგორი გვერდითი ეფექტებით.

ქრისტოფერ კოლუმბის უთავო ძეგლი ააშშ-ში  - Sputnik საქართველო
„გასაკეთებელია დაუყოვნებლივ“: რის გამო დასჯის აშშ რუსეთს

უნდა ითქვას, რომ ამ ანტიტრამპულ კამპანიას უკვე აქვს ერთი მართლაც რომ გამაოგნებელი ეფექტი: როგორც სოციოლოგიური სამსახურები ამბობენ, ამერიკელთა ორი მესამედი აცხადებს, რომ არ აიცრებიან ვაქცინის დამტკიცებისთანავე. ფაქტობრივად, ტრამპზე გამარჯვების მოსაპოვებლად მისი მოწინააღმდეგეები, როგორც ვხედავთ, მზად არიან თავიანთი თანამემაულეები „ანტიაცრისტებად“ აქციონ, ანუ ჩაუნერგონ მათ ზოგადად ვაქცინების მიმართ უნდობლობა (რის აღმოფხვარასაც მერე დიდი ხანი დასჭირდება — როგორც ყველა ირაციონალურ ცრურწმენას).

ახლა კი ერთი სასაცილო დასკვნა: მიზეზები, რომლის გამოც დასავლეთის ქვეყნებში პრინციპულ, რეფლექტორულ დონეზე ხდება ნებისმიერი რუსული წარმატების უარყოფა, აშკარაა. ნებისმიერი დარგში პიონერებად მრავალსაუკუნოვანი თვითპოზიციონერობა, ხოლო სხვა ქვეყნების მადლიერ და უმადურ ველურებად დაყოფა თავის დაღს ტოვებს. ამისგან განდგომა მარტივი არ არის.

სწორედ ამიტომ ყოველი რუსული „სპუტნიკი“, იქნება ეს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი თუ Sputnik V, ამ ადამიანებისთვის შოკისმომგვრელია.

სხვათა შორის, „სპუტნიკების“ შემდეგ კოსმონავტების დრო დგება. და ერთნი გაგარინს უშვებენ კოსმოსში მაშინ, როდესაც სხვები კამიკაძე–მაიმუნებს გზავნიან იქ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0