21:25 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (602)
9901

რუსეთის უშიშროების საბჭოში მიაჩნიათ, რომ შექმნილი მდგომარეობა დამცველი ზომების საჭიროებაზე მიუთითებს რუსეთის ინფორმაციული უსაფრთხოების დოქტრინისა და რუსული კანონმდებლობის შესაბამისად.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აძლიერებენ სადაზვერვო და დესტრუქციულ მოქმედებებს სხვა ქვეყნების კიბერსივრცეში, იუწყება РИА Новости რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ოლეგ ხრამოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ამასთან, რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს კიბერსაფრთხეების მთავარ წყაროდ ასახელებენ“, — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ გზით შეერთებული შტატები „მიზანმიმართულად ახდენს მედიასურათის ფორმირებას“, რაც მიზნად ისახავს მსოფლიო საზოგადოების თვალში ნებისმიერი შემდგომი ქმედების, მათ შორის, ძალისმიერი ხასიათის ნაბიჯების გამართლებას.

ხრამოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ინფორმაციის სფეროში ხელოვნური დაპირისპირების“ შედეგია საერთაშორისო ურთიერთობებში დაძაბულობა, სანქციების გამო მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შეფერხება, ასევე მთლიანად ციფრული მუშაობის პროცესებისადმი ნდობის არარსებობა.

„ასეთ პირობებში გასაკვირი არაა სახელმწიფოების ხაზი ციფრული თვითკმარობის მისაღწევად. ეს პირდაპირ გამომდინარეობს ციფრულ ეპოქაში სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მოთხოვნილებიდან”, — თქვა ხრამოვმა.

მისი თქმით, მსოფლიოში კიბერშეტევების უმეტესი ნაწილის უკან სწორედ შეერთებული შტატები დგას და სწორედ ისინი ლიდერობენ „მავნე ქმედების სტატისტიკაში: 2016-2019 წლებში — 40%-დან 75%-მდე“.

რაც შეეხება რუსეთს, ხრამოვის განცხადებით, ეს მაჩვენებელი 2%-დან 7%-მდეა.

„ეს მონაცემები, რომელიც არ არის აფიშირებული დასავლეთში, მაგრამ საჯაროდ ხელმისაწვდომია, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს აშკარად აჩვენებს კიბერსივრცეში რუსეთის ტოტალური საფრთხის შესახებ თეზისის უმართებულობას“, — თქვა ხრამოვმა.

ხრამოვს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი საბაბით რუსეთზე კიბერშეტევის შესაძლებლობების ზრდა მოსკოვისგან დამცველი ზომების მიღებას მოითხოვს.

„ბოლო მსგავსი აქციებიდან შეგვიძლია აღვნიშნოთ ფაქტი, როდესაც 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და მასმედიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში რუსეთს წაუყენეს დაუსაბუთებელი ბრალდება“, — თქვა მან.

ხრამოვის თქმით, ანალოგიურად „ატყდა ხმაური“ ჩეხეთის ჯანდაცვის იმ ობიექტებზე „არაადამიანური“ თავდასხმების შესახებაც“, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ.

„ისინი ცდილობენ რუს ჰაკერებს მიაწერონ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელთა ქსელებთან წვდომის მცდელობა“, — დასძინა მან.

ხრამოვმა ცალკე თემად დაასახელა რუსეთის სავარაუდო გავლენა შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგებზე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც „ამერიკულ პოლიტიკურ ელიტებს შორის გაცხარებულ დაპირისპირებაში ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა“.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ასევე გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა რუსეთის ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს წინააღმდეგ ფარული კიბერშეტევის წამოწყების შესახებ, რომელსაც ამერიკული სადაზვერვო სამსახურები, მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, ინფორმაციის გამავრცელებელს უწოდებენ — ჩარევის კვალიფიკაციით.

„ამ თავდასხმის ფაქტი დონალდ ტრამპმა საჯაროდ აღიარა „ვაშინგტონ პოსტთან“ ბოლო ინტერვიუში“, — აღნიშნა ხრამოვმა.

ამავე დროს ხრამოვი აღნიშნავს, რომ ახალი მონაცემების თანახმად, 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს კიბერსივრცეში შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში გაფართოებული უფლებამოსილებები მიანიჭა, მათ შორის, მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანის.

ეს ყველაფერი, მისი აზრით, დამცველი ზომების საჭიროებაზე მიუთითებს რუსეთის ფედერაციის ინფორმაციული უსაფრთხოების დოქტრინისა და რუსული კანონმდებლობის შესაბამისად.

თემები:
რუსეთი დღეს (602)

მთავარი თემები