06:21 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (602)
468 0 0

ამჟამად ბლოგერი ხელოვნურ კომაშია, მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს, მაგრამ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ვერსიას რუსი ექიმებიც იხილავდნენ, მაგრამ ამის დადასტურება ვერ შეძლეს, განუცხადა РИА Новости-ს სამედიცინო ექსპერტმა.

მისი სიტყვებით, ატროპინს, რომლითაც ახლა ბლოგერს გერმანელი სპეციალისტები მკურნალობენ, ნავალნის ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან აძლევდნენ.

ბერლინის კლინიკა „შარიტეში“, სადაც კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი იმყოფება, განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლეს ნივთიერებით ჰოლინესტერაზას ინჰიბიტორების ჯგუფიდან. ზუსტად რა მიიღო პაციენტმა, მედიკოსებს ამის თქმა გაუჭირდათ. ექიმები დამატებითი ანალიზების გაკეთებას გეგმავენ.

ამჟამად ბლოგერი ხელოვნურ კომაშია. მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

ნავალნის ჰოსპიტალიზაცია

გასულ ხუთშაბათს ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. იგი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, თვითმფრინავი სასწრაფოდ ომსკში დაეშვა.  პაციენტი სასწრაფოდ სტაციონარში გადაიყვანეს.

ბლოგერი კომაში ჩავარდა, შაბათს, მისი მეუღლის თხოვნით, ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფონდის პრესმდივანი კირა იარმიში ფიქრობს, რომ ნავალნის სასმელში რაღაც გაურიეს და ასე მოწამლეს. ამასთან, რუსმა მედიკოსებმა პაციენტის სისხლსა და შარდში საწამლავი ვერ აღმოაჩინეს. მათი თქმით, ძირითადი სამუშაო დიაგნოზი - ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რომელმაც სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შეყვანილი ჰყავს არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრში, რომლებიც უცხოელი აგენტის ფუნქციებს ასრულებენ.

თემები:
რუსეთი დღეს (602)

მთავარი თემები