მსოფლიოში პირველი: რუსეთი კორონავირუსის ვაქცინას დაარეგისტრირებს

© AP Photo / Sakchai Lalitკორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევების დროს, რომელშიც 38 მოხალისე იღებდა მონაწილეობას, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდა

თბილისი, 7 აგვისტო ― Sputnik. რუსი სპეციალისტების მიერ შექმნილ ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ, მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებენ, იუწყება РИА Новости.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამალეის ცენტრი COVID-ის ვაქცინის ბავშვებზე გამოცდას იწყებს

გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ შექმნილის ვაქცინის კლინიკური გამოცდები 18 ივნისს დაიწყო. 

კვლევების დროს, რომელშიც 38 მოხალისე იღებდა მონაწილეობას, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდა ― ყველა საცდელ პირს იმუნიტეტი გამოუმუშავდა ინფექციის მიმართ. 

„გამალეის ცენტრში შექმნილი ვაქცინა 12 აგვისტოს დარეგისტრირდება. ამ დროისათის მიმდინარეობს ბოლო, მესამე ეტაპი. მისი გამოცდა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო უნდა იყოს. პირველები სამედიცინო მუშაკები და ასაკოვანი ადამიანები აიცრებიან“, ― განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ გრიდნევმა.

მისი თქმით, სპეციალისტები პტეპარატის ეფექტურობის შეფასებას მაშნ შეძლებენ, როდესაც პოპულაციური იმუნიტეტი ფორმირდება.

მანამდე რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ რუსეთში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ოქტომბერში იგეგმება. მისი თქმით, ყველა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.  ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ყველას არ მოუხდება. მისი თქმით, ნებისმიერ პრეპარატს შეუძლია გამწვავების პროვოცირება, ამიტომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სპეციალისტებთან კონსულტაცია აუცილებელი იქნება.

რუსეთმა ანტოკორონავირუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაასრულა>>

აღსანიშნავია, რომ თავის პრეპარატს ასევე ამზადებს ცენტრი „ვექტორი“. დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა რინატ მაქსიუტოვმა მანამდე განაცხადა, რომ ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება ნოემბრისთვის იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0