გამალეის ცენტრი COVID-ის ვაქცინის ბავშვებზე გამოცდას იწყებს

CC BY 2.0 / NIAID / FluShotვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ოქტომბერში იგეგმება. პირველ რიგში აცრები „განსაკუთრებული ჯგუფების“ წარმომადგენლებს ჩაუტარდება, კერძოდ, მასწავლებლებსა და ექიმებს.

თბილისი, 4 აგვისტო ― Sputnik. გამალეის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი COVID-19-ის ვაქცინის ბავშვებზე გამოცდის დაწყებას გეგმავს მომავალი წლის იანვარ-თებერვალში, განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.  

„ჩვენ დოკუმენტების პაკეტის დამუშავება ახლა დავიწყეთ, ვინაიდან მანამდე ინსტიტუტს ბავშვებზე ცდები არასდროს ჩაუტარებია <...> პედიატრებმა იციან ეს თავისებურებები და მათთან ერთად ვწერთ დოკუმენტების პაკეტს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგენთ, რათა ბავშვებზე [გამოცდის] ჩატარება შევძლოთ. ოღონდ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ზრდასრულებზე ყველა კვლევა დასრულდება“, ― თქვა გინცბურგმა.   

მისი თქმით, ტესტირება ზამთარში დაიწყება, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის ზრდასრულებზე გამოცდის მესამე ფაზის დასრულებას კიდევ დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება და მასში ორი ათასამდე პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.

ანტიკორონავირუსული პრეპარატის გამოცდა რუსეთში  - Sputnik საქართველო
რუსეთმა ანტოკორონავირუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაასრულა

მანამდე რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის მიერ შექმნილი ვაქცინის კლინიკური კვლევები დასრულდა.  

მისი თქმით, ხელისუფლება მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს. პირველ რიგში აცრები „განსაკუთრებული ჯგუფების“ წარმომადგენლებს ჩაუტარდება, კერძოდ, მასწავლებლებსა და ექიმებს.

„ვექტორი“: ვაქცინის მასობრივი წარმოება რუსეთში წლის ბოლოს დაიწყება>>

სპეციალისტები პრეპარატს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ამუშავებენ. ივლისის ბოლოს სამხედრო ჰოსპიტლიდან ოცი მოხალისისგან შემდგარი ჯგუფი გაწერეს, რომლებიც პრეპარატის გამოცდაში იღებდნენ მონაწილეობას. თითოეულ მათგანს გამოუმუშავდა იმუნური პასუხი, არც ერთს არ აღენიშნებოდა გვერდითი ეფექტი ან გართულება.

გარდა ამისა, ანტიკორონავირუსული ვაქცინის გამოცდა დაიწყო ცენტრმა „ვექტორმაც“, რომელიც პრეპარატის წარმოების დაწყებას ნოემბერში აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0