04:06 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (606)
9601

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთ–ბელარუსის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სატელეფონო საუბრისას ბელარუსის ტერიტორიაზე 33 რუსი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით აზრები გაცვალეს, ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„მოხდა აზრთა გაზიარება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის 33 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. გამოითქვა იმედი, რომ შექმნილი ვითარება ორი ქვეყნისთვის დამახასიათებელი თანამშრომლობის შედეგად დარეგულირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საუბრის დროს აღინიშნა, რომ რუსული მხარე დაინტერესებულია ბელარუსში შიდაპოლიტიკური ვითარების სტაბილურობით და დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებით, აღნიშნულია კრემლის საიტზე. 

ბელარუსის ხელისუფლებამ 29 ივლისს რუსეთის 33 მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანიის „ბოევიკები“ არიან. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან რესპუბლიკაში მასობრივი არეულობის მომზადებაში. ამასთან, სპეცსამსახურების ცნობით, მათ უკვე ადრევე ჰქონდათ ინფორმაცია „საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით 200-ზე მეტი ბოევიკის“ ქვეყანაში ჩასვლის შესახებ. 

დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერაქტების მომზადების მუხლით, რაც ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ბელარუსში დაკავებული პირები კერძო დაცვის ორგანიზაციის წევრები არიან, იმყოფებოდნენ ტრანზიტით და რეისზე დააგვიანდათ. პესკოვის თქმით, დაკავებულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩუდენიათ, რუსეთი კი არ ჩარეულა და არ ერევა ბელარუსის ქვეყნის შიდა საქმეებში. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის უსაფრთხოების საბჭო, პესკოვის განცხადებით, იმედს გამოთქვამენ, რომ სიტუაცია დროულად გაირკვევა და დაკავებულებს გაათავისუფლებენ.

თემები:
რუსეთი დღეს (606)

მთავარი თემები