09:47 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (556)
137 0 0

რეპერი ტიმატი ამიერიდან პასუხს აღარ აგებს კომპანიის არც ერთ არტისტზე და არანაირი ურთიერთობა აღარ ექნება მასთან.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ცნობილმა რუსმა რეპერმა ტიმატიმ (ნამდვილი სახელი ტიმურ იუსუპოვი) ლეიბლი Black Star დატოვა, რის შესახებაც თავად დაწერა Instagram-ზე.

მისი თქმით, ეს პარტნიორების აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებაა.

„[Black Star-ის] ბიჭებს სურთ, რომ თავიანთ საქმეში იყვნენ „გუგლი“, „ვერჯინი“, „ამაზონი“. ჩემთვის კი უფრო ახლოს ილონ მასკის კონცეფციაა, თუ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ“, — წერს ტიმატი სოციალურ ქსელში.

იუსუპოვმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ერთობლივი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ახლა ის „თავისუფალი აგენტია სრული კატალოგითა და სავაჭრო ნიშნებით“. ამასთან, ის კომპანიის „არც ერთ არტისტზე აღარ აგებს პასუხს და არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს მის შემდგომ საქმიანობასთან“.

აღსანიშნავია, რომ ტიმატიმ შეინარჩუნა წილები პროექტებში „ბლექ სთარ ბურგერი“, „ბლექ სთარ კარტინგი“ და „ბლექ სთარ კარვოში“.

რაც შეეხება კომპანიებს „13 ბარბერშოფი და ტატუ“, „13 ბიუთი“ და „ბლექ სთარ ფიტნესს“, ისინი კვლავ რეპერის ხელმძღვანელობაში რჩება.

„მაქვს ძალიან დიდი დამოუკიდებელი გეგმები. ხოლო თქვენს ყველა შეკითხვას ჩემი ახალი ალბომი გასცემს პასუხს სექტემბრის ბოლოს“, — წერს რეპერი.

თემები:
რუსეთი დღეს (556)

მთავარი თემები