00:12 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (550)
5801

კორონავირუსის გამოწვევები, ქვეყნის სიძლიერე და პოსტპანდემიური რეალობა - ამ თემებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურმა ტელეარხ „როსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. Sputnik-ი გთავაზობთ მიხეილ მიშუსტინის ზოგ განცხადებას

თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთი საკმარის სახსრებს ფლობს იმისათვის, რომ ღირსეულად უზრუნველყოს და შეასრულოს ყველა სტრატეგიული მიზანი და ნაციონალური პროექტი, აღნიშნა რუსეთის მთავრობის მეთაურმა მიხეილ მიშუსტინმა.

„აღელვება არ არის საჭირო, არსებობს საკმარისი სახსრები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, შესაბამისად, ყველა ის სტრატეგიული ნაციონალური მიზანი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტის განკარგულებით დასახული იყო 2030 წლამდე, და ნაციონალური პროექტები, რომლებზეც ვმუშაობთ. და მინდა ვთქვა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, იყო ძალიან მკაფიო და შედეგები გამოიღო“, - განუცხადა მიშუსტინმა „როსია 24“-ს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაციონალური გეგმების შემუშავების დროს მხარდაჭერილი იყო მოთხოვნილება და განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. „და რასაკვირველია, მხარში ამოვუდექით ჩვენს კომპანიებს არაერთი ნაბიჯით, რომლებიც წარმოდგენილი იყო საერთო ეროვნულ გეგმაში“, - განაცხადა პრემიერმა.

სტაბილურობა არის

კორონავირუსის პანდემია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებისა და ყველა დონის ბიუჯეტის შემოსავლების შემცირების მიზეზად იქცა. COVID-19-მა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უამრავ ადამიანს, კომპანიასა და ორგანიზაციას. მაგრამ შემოსავლები, რომლებიც ეპიდემიამდე რუსეთის ბიუჯეტის ყველა დონეზე მოგროვდა, რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, „თავი მეტად კომფორტულად და სტაბილურად იგრძნოს“, - განაცხადა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.

„რაც შეეხება ჩვენს მარაგებს, უსაფრთხოების ბალიშებს, როგორც თქვენ უწოდეთ მათ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შემოსავლები, რომლებიც მანამ რუსეთის ბიუჯეტის ყველა დონეზე შეიკრიბა, საშუალებას გვაძლევს, თავი ვიგრძნოთ ძალიან კომფორტულად და სტაბილურად“, - განაცხადა მიშუსტინმა ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის მოცულობა წლის ბოლოსთვის იქნება არანაკლებ 8 ტრილიონი რუბლი. ამასთან, პრემიერს არ დაუზუსტებია, ფონდის სრულ მოცულობაზეა საუბარი, თუ მის ლიკვიდურ ნაწილზე. ადრე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის მოცულობა ივნისში 21 მილიარდი რუბლით შემცირდა და 12,140 ტრილიონი შეადგინა, დოლარში კი 1,66 მილიარდით გაიზარდა და 173,544 მილიარდი შეადგინა. ფონდის ლიკვიდური აქტივების მოცულობა 1 ივლისისთვის 8,119 ტრილიონი რუბლის ტოლია.

„იმედი მაქვს, რუსეთს აირჩევენ“

პანდემიის დროს საზღვრების ჩაკეტვა მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. რუსეთის ხელისუფლება ამჟამად აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საავიაციო და სარკინიგზო ბილეთები შიდა ტურიზმის გასავითარებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„დღესდღეობით ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, როგორ გავხადოთ ხელმისაწვდომი თვითმფრინავის ბილეთები, მატარებლის ბილეთები, რომლებითაც შეიძლება საცხოვრებელ ადგილამდე მისვლა“, - განაცხადა მიშუსტინმა.

მისი რწმენით, უკეთესია კარგი დასასვენებელი პირობების შექმნა რუსებისთვის სამშობლოში, ვიდრე საზღვრების ხელოვნურად ჩაკეტვა.

„უმჯობესია დასვენების პირობების შექმნა საკუთარ ქვეყანაში, ვიდრე საზღვრების ხელოვნურად ჩაკეტვა. აუცილებელია ინვესტიციები შესაბამის ინფრასტრუქტურაში, გზებში, კომუნიკაციებში, რათა გაზი, წყალი, ყველაფერი აუცილებელი არსებობდეს დროის კომფორტულად გასატარებლად“, - განაცხადა მიშუსტინმა.

პრემიერს მიაჩნია, რომ ამ ძალისხმევის წყალობით ადამიანებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, აირჩიონ დასასვენებელი ადგილი. „იმედი მაქვს, ისინი რუსეთს აირჩევენ“, - დასძინა მიშუსტინმა.

ერთ-ერთი საუკეთესო

კორონავირუსის გლობალური აფეთქება და მისი შემზარავი შედეგები მსოფლიოში ბუკვალურად დაემთხვა მიხეილ მიშუსტინის დანიშვნას რუსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე. მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას პრემიერობა შესთავაზა და მიშუსტინს მიზნად ჰქონდა დასახული გზავნილში მითითებული ამოცანების შესრულება, პანდემიამ, მისი სიტყვებით, თავისი კორექტივები შეიტანა.

„რასაკვირველია, მარტივი არ ყოფილა, როდესაც გზავნილის სათანადო ზომების შესრულების, ნაციონალური პროექტების, ნაციონალური მიზნების შესრულების აუცილებლობა გადაიკვეთა ფაქტობრივად ისეთ უბედურებასთან, როგორიც პანდემიაა, როდესაც გვიწევდა ყოველდღიურ რეჟიმში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც უკავშირდებოდა საწოლების ფონდის გაფართოების აუცილებლობას, შესაბამისი მეთოდიკის შემუშავებას, სპეციალისტების მომზადებას, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების შეძენასა და წარმოებას. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული გამოწვევა იყო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ეს რთული ეტაპი გადალახა, პრემიერის სიტყვებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგით. „ეს ეხება ლეტალობასაც, ეხება, მათ შორის, ტესტირების სისტემებსაც, რომელთა რაოდენობა რუსეთში ასს აღწევს“, - აღნიშნა მან.

„ვირუსი თანამდებობებს არ ირჩევს“

2020 წლის აპრილის ბოლოს გაირკვა, რომ მიხეილ მიშუსტინს COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესს მარტივად არ ჩაუვლია, დაავადებას თან ახლდა მაღალი სიცხე, მაგრამ ექიმები მას დაეხმარნენ.

„რაც შეეხება გამოჯანმრთელების სისწრაფეს - გეტყვით, რომ ეს მარტივი ამბავი არ არის. დიახ, სამწუხაროდ, იყო მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ის, რაც „სწრაფ გამოჯანმრთელებას“ ეხება - მთლად ასე არ ყოფილა, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი. როგორც კი თავი უკეთ ვიგრძენი, რა თქმა უნდა, მაშინვე სამუშაო გარემოს დავუბრუნდი“, - განაცხადა მიშუსტინმა.

როგორც მან დასძინა, „ვირუსი არ ირჩევს თანამდებობებს“ და ძალიან სახიფათოა. ჯერ გაუგებარია, როგორ ხდება დაინფიცირება. „არ ვიცი, როგორ დავავადდი კორონავირუსით, გულწრფელად გეუბნებით“, - აღიარა პრემიერმა.

მიშუსტინმა ხაზი გაუსვა, რომ მის გამოჯანმრთელებაში დიდი როლი მედიკოსებმა შეასრულეს. „მინდა შემთხვევით ვისარგებლო და, რასაკვირველია, მადლობა გადავუხადო ექიმებს იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი ასრულებენ. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა, ესაა მუდმივი ურთიერთობა პაციენტებთან, ფსიქოლოგიური ურთიერთობაც. ღმერთმა ქნას, ექიმებმა მთელ მსოფლიოში იმუშაონ ისე, როგორც ჩვენი რუსი ექიმები მუშაობენ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თემები:
რუსეთი დღეს (550)

მთავარი თემები