00:02 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (460)
37520

მეცნიერების თქმით, წიწიბურის მიღებით ორგანიზმში მნივნელოვნად იზრდება „დღეგრძელობის ცილის“ დონე, რაც დაბერების პროცესს ანელებს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. წიწიბურის მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის „დღეგრძელობის ცილის“ — SIRT1-ის დონეს და ასევე აქვს მთელი რიგი პოზიტიური ეფექტები, მიიჩნევენ ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის (SFU) მკვლევარები, რომელთა კვლევის შედეგებს Journal of Cereal Science აქვეყნებს.

სირტუინები ცილების დიდი ოჯახია, რომლებიც ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნასა და გლუკოზის მეტაბოლიზმში მონაწილეობენ. ცილების ამ ოჯახს მიეკუთვნება ასევე SIRT1, რომელიც ჩართულია მრავალ უჯრედშიდა პროცესში, მათ შორის, დაბერების მექანიზმების რეგულირებაში. მეცნიერების აზრით, SIRT1-ის მაღალი დონე დაბერების პროცესებს ანელებს და ზრდის ორგანიზმის სტრესის მიმართ მედეგობას.

როგორც მეცნიერებმა განმარტეს, რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს ადამიანი, მით უფრო მეტ „დღეგრძელობის ცილას“ გამოიმუშავებს ორგანიზმი. სწორედ შიმშილით ხდება რეპარაციის პროცესების, უჯრედის „რემონტის“ დაწყება, რაც ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას. მიუხედავად ამისა, SFU-ს მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ დრო და დრო ჯანმრთელობის სახელით შიმშილობა არასწორია.

„მძიმედ დაავადებული ადამიანების, ორსულების ან ბავშვების შიმშილობა დაუშვებელია. პროდუქტი, რომელიც SIRT1-ის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას ხელს შეუწყობს — არის წიწიბურის ფაფა ან მისი ფქვილი“, — აცხადებს SFU-ს ბიოფიზიკის კათედრის ხელმძღვანელი ვალენტინა კრატასიუკი.

როგორც SFU-ს მეცნიერებმა განმარტეს, წიწიბურა მდიდარია მცენარეული ცილებითა და ამინომჟავებით, რომელსაც ორგანიზმი საკუთარი ცილების საწარმოებლად იყენებს. გარდა ამისა, მცენარე B ჯგუფის ბევრ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული, სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემების ცხოველმყოფელობას. ამასთან წიწიბურა მნიშვნელოვანი რაოდენობით უჯრედისსაც შეიცავს, რომელიც დანაყრების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი.

რატომ უნდა შევაყვაროთ პატარას წიწიბურა და როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა>>

  • „ჩვენ მსოფლიოში პირველებმა აღმოვაჩინეთ წიწიბურის უპირატესობა, რომ ის SIRT1-ის წყაროა. ეს მცენარე ნამდვილი სუპერსაკვებია. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს ყურძნის ეფექტურობას უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების კუთხით, მაგრამ ის, წიწიბურისგან განსხვავებით, მსოფლიოს ბევრი რეგიონისთვის არაა ხელმისაწვდომი და, მეორეც, ყურძენი არ გამოირჩევა დიეტური თვისებებით. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, თუ რამდენი ყურძნის ჭამა მოგიწევთ უჯრედული აღდგენის მექანიზმების დასაწყებად“, — განმარტავს კვლევის ინიციატორი შუბჰრა პანდე.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ წიწიბურის დიდი რაოდენობით მოხმარება SIRT1-ის ჭარბ გამომუშავებას არ იწვევს, ე.ი. ორგანიზმს არ მიიყვანს საშიშ გვერდით ეფექტამდე — ჟანგვით სტრესამდე.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (460)

მთავარი თემები