21:04 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (556)
104 0 0

დღევანდელი მონაცემებით, რეფერენდუმში ამომრჩეველთა 45,7%-ს, ანუ 49 649 010 კაცს აქვს მონაწილეობა მიღებული.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის გადამწყვეტი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა.

რეფერენდუმი თავდაპირველად 22 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება გადაიდო. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის კვალდაკვალ, პრეზიდენტმა პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის ახალ თარიღად 1 ივლისი დაასახელა. მოსახლეობის უსაფრთხოების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ხმის მიცემა მთელი კვირის განმავლობაში — 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს.

„ჩვენ ხმას ვაძლევთ არა უბრალოდ სამართლებრივად მკაფიოდ განსაზღვრულ ცვლილებებს, არამედ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრება გვსურს — თანამედროვე განათლებითა და ჯანდაცვით, მოქალაქეების სოციალური დაცვის იმედით, ეფექტური ხელისუფლებით, რომელიც საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული. ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყანას, რომლის გულისთვისაც ვშრომობთ და რომელიც გვსურს დავუტოვოთ შვილებსა და შვილიშვილებს“, — აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ მას ხალხი დაუჭერს მხარს.

„თითოეულს გთხოვთ თქვათ საკუთარი სიტყვა — თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, — განაცხადა პუტინმა.

ამ დროისათვის რეფერენდუმში, მათ შორის დისტანციურ კენჭისყრაში, 30 ივნისის მდგომარეობით, 49 649 010 ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც, რუსეთის ცესკოს ხელმძღვანელის ელა პანფილოვას თქმით, ამომრჩევლის 45,7%-ს შეადგენს.

თემები:
რუსეთი დღეს (556)

მთავარი თემები