პუტინი არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დროს რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს უყრიან, მათ შორის ერთ-ერთი ეხება პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევის შეზღუდვის მოხსნას

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემთხვევაში.

„ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. თუ ეს აისახება კონსტიტუციაში - კენჭისყრის შესაძლებლობა. ვნახოთ. მერე გამოჩნდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერში.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამარჯვების 75-ე წლისთავი: საერთო პასუხისმგებლობა ისტორიისა და მომავლის წინაშე

მისი თქმით, რუსეთში პოლიტიკურ სისტემას უამრავი საყრდენი წერტილი უნდა ჰქონდეს, ის არ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ პრეზიდენტს. ამიტომ მან საზოგადოებასა და ქვეყანასთან ერთად განვითარების ეტაპები უნდა გაიაროს.

ვლადიმირ პუტინმა განმარტა, რომ სწორედ ამ მიზნით გამოვიდა წინადადებით, რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს.

„ცხოვრება შეიცვალა, ის გარკვეულ რეაქციას მოითხოვს. დიახ, ალბათ ყველაფრის ჩატევა შეუძლებელია ძირითად კანონში. მაგრამ ვიფიქროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც თქვენ აყენებთ, და შეძლებისდაგვარად ავსახოთ ეს ძირითად კანონში - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა 22 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო.

მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კენჭისყრა 1 ივლისს გაიმართება. ორი საპილოტე რეგიონის - მოსკოვისა და ნიჟეგოროდის ოლქის მოსახლეობა მონაწილეობას დისტანციურ კენჭისყრაში შეძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0