ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

როგორ ამოვიცნოთ ცუდი ექიმი: ცნობილი კარდიოლოგი რამდენიმე ნიშანს ასახელებს

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელი, ამერიკის სამედიცინო ასოციაციისა და აშშ-ის სამედიცინო აკადემიის წევრი გასწავლით, როგორ უნდა განასხვავოთ კარგი ექიმი ცუდისგან.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ცნობილმა რუსმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრ მიასნიაკოვმა Instagram-ზე გამოაქვეყნა რჩევები, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ცუდი ექიმი კარგისგან.

მისი თქმით, ნამდვილი მკურნალის ამოცნობა რამდენიმე საკვანძო სიტყვითაა შესაძლებელი — როგორც მეზღვაურის შემთხვევაში, რომელიც „ზღვაში გავედით“ ნაცვლად იტყვის „ზღვაში ვიცურეთო“.

View this post on Instagram

A post shared by Доктор Мясников | Dr.Myasnikov (@drmyasnikov.ru) on

მიასნიკოვის თქმით, ექიმის კომპეტენციაში ეჭვი უნდა შეიტანოთ, თუ ის პაციენტის ყველა პრობლემას პარაზიტებით ხსნის და ანტიბიოტიკს ნიშნავს ისეთი სიმპტომებისას, როგორებიცაა: სხეულის მომატებული ტემპერატურა (38 გრადუსზე დაბალი), ცემინება, შემცივნება და სხეულში მტვრევის შეგრძნება.

გარდა ამისა, მედიკოსის დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, თუ ექიმი  „სასარგებლო ბაქტერიების“ მიღებას გაიძულებთ.  

მიასნიკოვი განმარტავს, რომ კარგი ექიმი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს ჰიპერტონიის მკურნალობას ინტრამუსკულური ინექციებისა თუ წვეთოვნების კურსებით, და არ დაუნიშნავს გულის დაავადებების მქონე ხანდაზმულ პაციენტს ტკივილგამაყუჩებელს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან. 

ბავშვი ყურზე აფარებული ხელით - Sputnik საქართველო
ყურის ტკივილი: კატეგორიული აკრძალვა პედიატრ კომაროვსკისგან

გარდა ამისა, კარგი ექიმი არასდროს გირჩევთ ღვიძლის „გაწმენდასა“ და ასევე დაზიანებული ხრტილების „ხალადეცის“ (ხორცის ლაბა) ჭამით აღდგენას.

ასევე საეჭვოდ უნდა მოგეჩვენოთ ოსტეოართრიტის დროს ქონდროპროტექტორებით მკურნალობა და ორსულებისთვის პოლივიტამინების დანიშვნა იმის შეხსენების გარეშე, რომ А ვიტამინი დიდი დოზებით ნაყოფისთვის საშიშია.

მიასნიკოვი ამბობს, რომ ექიმის დაბალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს ბად-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) დანიშვნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰომეოპათიაზე, სისხლის წვეთით დიაგნოსტიკასა თუ ბიორეზონანსზე.

ალექსანდრ მიასნიკოვი — კარდიოლოგი, მოსკოვის ჟადკევიჩის სახელობის სახელმწიფო საავადმყოფოს მთავარი ექიმი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. არის მიასნიკოვების სამედიცინო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელი. დამთავრებული აქვს პიროგოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი. 1982 წლიდან მუშაობდა საზღვარგარეთ. აშშ-ში სერტიფიკატის მიღების შემდეგ მუშაობდა ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრში. არის აშშ-ის სამედიცინო ასოციაციისა და აშშ-ის სამედიცინო აკადემიის წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0