მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ფეიკების ამერიკული მანქანა ჭრიალით ამუშავდა“: რუსეთი ბრალდებას პასუხობს

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიარეულობა აშშ-ში
არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენატორის თქმით, ეს ძალიან სასაცილოა, თუმცა, შესაძლოა, სამწუხაროც გამოდგეს, „ვინაიდან ეს შეიძლება იყო პირველი მერცხალი, რომელსაც შემდეგ ყორნების გუნდი მოჰყვება“.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსეთის დადანაშაულება აშშ-ში საპროტესტო აქციების მოწყობაში შესაძლოა მორიგი ანტირუსული კამპანიის ნაწილი იყოს, რომელიც, როგორც ყოველთვის, ფეიკებზეა აგებული, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა. 

არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
არეულობა აშშ-ში: ექს-პრეზიდენტის მრჩეველმა „რუსული კვალი“ შენიშნა

მანამდე აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს. ამასთან, საკუთარი ვარაუდის სასარგებლოდ არანაირი ფაქტი არ მოუყვანია.

„ასრულდა. ფეიკური ახალი ამბების ამერიკულმა მანქანამ ჭრიალითა და ფრუტუნით დაიწყო დიდი ხნის წინ პროგნოზირებული მოქმედება“, — დაწერა კოსაჩოვმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

მისი თქმით, ეს ძალიან სასაცილოა, თუმცა, შესაძლოა, სამწუხაროც გამოდგეს, „ვინაიდან ეს შეიძლება იყო პირველი მერცხალი, რომელსაც შემდეგ ყორნების გუნდი მოჰყვება“.

სენატორი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი „ამჯერად გააცნობიერებს ამერიკის ქალაქებში მიმდინარე საშინელებას“ და, ამასთან, „ეყოფა თვითგადარჩენის ელემენტარული ინსტიქტი, რომ არ დაუშვას ეროვნულ ტრაგედიაზე აგებული პოლიტიკური თამაშები“.

კოსაჩოვის თქმით, სუზან რაისის განცხადება არის „პირდაპირი შეურაცხყოფა არა იმდენად რუსეთისა, ვინაიდან ამ სიტუაციაში ის უბრალოდ არ არის ჩართული და ვერც იქნება, რამდენადაც საკუთარი ხალხისა და ასევე აშშ-ის მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისა“.

არეულობა აშშ-ში მინეაპოლისიდან დაიწყო, სადაც პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ აჭერს ერთ-ერთი სამართალდამცველი ასფალტზე მწოლ ფლოიდს კისერზე მუხლს. დაკავებული რამდენჯერმე ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს, შემდეგ კი დუმდება. ჯორჯ ფლოიდი რეანიმაციაში გარდაიცვალა. მის დაკავებაში მონაწილე სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ერთს კი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდეს ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0