არეულობა აშშ-ში: ექს-პრეზიდენტის მრჩეველმა „რუსული კვალი“ შენიშნა

© REUTERS / Nicholas Pfosiარეულობა აშშ-ში
არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ტელეარხი CNN ბრალდების გამო, თითქოს რუსეთს კავშირი აქვს შეერთებულ შტატებში დაწყებულ არეულობასთან.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. შეერთებულ შტატებში მიმდინარე არეულობაში შესაძლოა „რუსული კვალი“ იკითხებოდეს, განაცხადა აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რაისმა. 

​რაისისა და ტელეწამყვან ვოლფ ბლიტცერის საუბრის ვიდეოჩანაწერის ნაწყვეტი ჟურნალისტმა სააგარ ენჟეტიმ გამოაქვეყნა Twitter-ზე.

„არ გამიკვირდება, თუ შევიტყობ, რომ ორივე მხარეს [რუსები] აქეზებენ სოციალური ქსელების მეშვეობით. არ გამიკვირდება, თუ გაირკვევა, რომ ისინი რაღაც სახით ასპონსორებენ მათ ამა თუ იმ ფორმით“, — აცხადებს ექს–მრჩეველი. 

ამასთან რაისს არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია საკუთარი მოსაზრების სასარგებლოდ. ის გამოტყდა, რომ მსგავს დასკვნას „საკუთარ გამოცდილებაზე“ დაყრდნობით აკეთებს, ვინაიდან დაზვერვის ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ტელეარხი CNN ბრალდების გამო, თითქოს რუსეთს კავშირი აქვს შეერთებულ შტატებში დაწყებულ არეულობასთან. ამერიკის ლიდერს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი მასალა ჰქონდა მხედველობაში. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო ახალი ორლეანის მერის მარკ მორიალის განცხადება, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში მოსკოვი მონაწილეობს, ვინაიდან რუსეთის აგენტები 2016 წლის არჩევნებში აქტივისტებადაც კი ასაღებდნენ თავს. 

არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
NYT: საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა

რუსეთმა მანამდე უკვე არაერთხელ უარყო აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებული ყველანაირი ბრალდება. 

არეულობა აშშ-ში მინეაპოლისიდან დაიწყო, სადაც პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ აჭერს ერთ-ერთი სამართალდამცველი ასფალტზე მწოლ ფლოიდს კისერზე მუხლს. დაკავებული რამდენჯერმე ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს, შემდეგ კი დუმდება. ჯორჯ ფლოიდი რეანიმაციაში გარდაიცვალა. მის დაკავებაში მონაწილე სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ერთს კი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდეს ბრალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0