18:42 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1012)
69 0 0

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 396 575 ადამიანს აღწევს, აქედან 176 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4555 პაციენტი

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ლავროვმა დასავლეთი კორონავირუსის პანდემიის საკუთარი მიზნებით გამოყენების გამო გააკრიტიკა >>

ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 181 ლეტალური შემთხვევა, სრულად გამოჯანმრთელდა 8212 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 396 575-მდე გაიზარდა. 4555 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 167 469 პაციენტი.

კორონავირუსის პანდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია თითქმის 5,7 მილიონი ადამიანი, აქედან 357 ათასი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19  თითქმის ექვს მილიონ ადამიანს დაუდგინდა, 365 ათასი გარდაიცვალა, დაახლოებით 2,5 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ლეტალური შემთხვევებით პირველ ადგილზეა კვლავ აშშ (100 ათასზე მეტი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია და ესპანეთი.

პარასკევს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პიკი გადაიარა. ბევრ რეგიონში ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნიან. თუმცა ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, რომ საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა და საზოგადოებრივ ადგილებში პირბადისა და ხელთათმანების ტარება, რათა დაავადების მეორე ტალღა არ მოხდეს.

მოსკოვში თვითიზოლაციის და შვებულებების რეჟიმი 14 ივნისამდე გააგრძელეს, თუმცა მომდევნო კვირიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს განრიგით გასეირნების უფლებას მისცემენ, ამუშავდება არასასურსათო მაღაზიები და საყოფაცხოვრებო მომსახურების პუნქტები: სამრეცხაოები, ქიმწმენდები და სარემონტო სახელოსნოები.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1012)

მთავარი თემები