რუსეთში გამარჯვების აღლუმი ივნისში ჩატარდება: პრეზიდენტმა თარიღი დაასახელა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო აღლუმი
სამხედრო აღლუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიების ჩატარება კორონავირუსული პანდემიის გამო გადაიდო.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. გამარჯვების აღლუმი რუსეთში 24 ივნისს გაიმართება, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობდა. 

უკვდავი პოლკის აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამარჯვების დღე 2020: როგორ აღნიშნავენ ქვეყნები 9 მაისს კორონავირუსის პირობებში

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი შეიძლება გადავლილად ჩაითვალოს. მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებს იტალიაში, სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სხვა ქვეყნებში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.

პიკის გავლასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დაავალა თავდაცვის მინისტრს, დაიწყოს მზადება გამარჯვების აღლუმისთვის, რომელიც 24 ივნისსაა დანიშნული.

„გიბრძანებთ, დაიწყოთ სამზადისი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ასევე სხვა ქალაქებში. ჩვენ ამას 24 ივნისს გავაკეთებთ — იმ დღეს, როდესაც 1945 წელს გამარჯვებულთა ლეგენდარული ისტორიული აღლუმი გაიმართა, როდესაც წითელ მოედანზე მოსკოვისა და ლენინგრადის დამცველმა, სტალინგრადთან მებრძოლმა, ევროპის განმათავისუფლებელმა და ბერლინის იერიშით ამღებმა მეომრებმა გაიარეს“, — აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში „უკვდავი პოლკის“ მარშის ჩატარებაც ასევე შეიძლება გადაიდოს უფრო გვიანი თარიღისთვის. 

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, შევაფასებთ შესაძლო რისკებს მომდევნო თვეებში. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებთ“, — თქვა რუსეთის ლიდერმა. 

გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიების ჩატარება კორონავირუსული პანდემიის გამო გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0