21:35 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)
72 0 0

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. რუსეთის 85-ვე რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 94 ლეტალური შემთხვევა, სრულად გამოჯანმრთელდა 4207 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 272 043 -მდე გაიზარდა. 2 631 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 67 373 პაციენტი.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ინფიცირების ტემპის ზრდას ხსნიან იმით, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კორონავირუსზე ტესტების შედეგების დადასტურების სიჩქარე. რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 6,1 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 4,7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს.

სომხეთის მოქალაქეები რუსეთიდან საქართველოს გავლით სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ >>

რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. დახურულია გასართობი დაწესებულებები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები მუშაობენ, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (890)

მთავარი თემები