22:19 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (528)
29 0 0

Sputnik-ი ხუთშაბათს, 7 მაისს, 17:00 საათზე, „უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორების პრესკონფერენციის ტრანსლაციას უზრუნველყოფს

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საერთო რუსული საზოგადოებრივი მოძრაობის „რუსეთის უკვდავი პოლკის“ პროექტი „უკვდავი პოლკი - ონლაინ“ დღითიდღე იხვეჭს სახელს - ერთ კვირაში ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობის მიღების მსურველთა თითქმის მილიონს მიაღწია.

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგ დომენებზე: https://2020.polkrf.ru, https://ok.ru/app/immortal-regiment, https://vk.com/polk_app, https://sber9may.ru.

პროექტის პარტნიორები არიან „სბერბანკი“ და Mail.ru Group, მთავარი საინფორმაციო პარტნიორი - გამომცემლობა „არგუმენტები და ფაქტები“, ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორი ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში - საერთაშორისო სააგენტო Sputnik.

თავიანთ რესურსებზე ტრანსლირების მსურველებისა თუ პარტნიორების რაოდენობა, რომლებიც ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობის მოწოდებით გამოდიან, განუწყვეტლივ იზრდება.

მოსახლეობის ინფორმირების კამპანიას შეუერთდა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ მუდმივი საინფორმაციო პარტნიორი „რუსეთი დღეს“, საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“ და ფიჭური კავშირის ოპერატორები „მეგაფონი“ და „Tele2“ .

მსვლელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზით: 8 - 800 - 20 - 1945 - 0. მაგრამ მთავარი კითხვაა - როგორ იქნება წელს ორგანიზებული მსვლელობის ტრანსლაცია.

ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრებენ პრესკონფერენციაზე, რომელიც 7 მაისს, 16:00 საათზე „რუსეთი დღეს“ სააგენტოს მოედანზე გაიმართება.

„უკვდავი პოლკის“ ვირტუალური მსვლელობა 9 მაისს რუსეთის მედიაეკრანებით გადაიცემა. მსვლელობის ტრანსლაცია გაიმართება სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე, მათ შორის, www.polkrf.ru, www.polk.press და სხვ.

მონაწილეები:

  • სერგეი მაკაროვი, „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე;
  • არტემ ხუტორსკი, „რუსეთის უკვდავი პოლკის“ აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი;
  • სტანისლავ კუზნეცოვი, „სბერბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ვლადიმერ გაბრიელიანი, Mail.ru Group-ის გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • ოლგა ამელჩენკოვა, „გამარჯვების მოხალისეების“ ცენტრალური შტაბის თავმჯდომარე.

ჟურნალისტებს კითხვების გაგზავნა შეუძლიათ პრესკონფერენციის დაწყებამდე შემდეგ ბმულზე: http://www.pressmia.ru/pressclub/20200507/952746556.html.

თემები:
რუსეთი დღეს (528)

მთავარი თემები