„უკვდავი პოლკის“ ვირტუალურ აქციაში მონაწილეობას 600 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს

© Sputnik / Seyran Baroyan"უკვდავი პოლკის" აქცია ბათუმში
უკვდავი პოლკის აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში გადაიდო მასობრივი ღონისძიებები - „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. „უკვდავი პოლკის“ ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 600 ათასზე მეტმა ადამიანმა წარადგინა. იუწყება РИА Новости

უკვდავი პოლკის აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
„უკვდავი პოლკის“ აქცია საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება

„ზუსტად ერთი კვირა გავიდა „უკვდავი პოლკის“ ვირტუალურ მსვლელობაში რეგისტრაციის დაწყებიდან. ამ აქციის პოპულარობა დღითი დღე იზრდება - მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად 600 ათასზე მეტი ანკეტა შემოვიდა“, - აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.

ამასთან, „უკვდავ პოლკში“ მონაწილეობა შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც არ შემორჩათ ვეტერანების ფოტოები - ანკეტის ამ ველის შევსება სავალდებულო არ არის. გარდა ამისა, განაცხადის ფორმიდან ამოიღეს ომის გმირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები.

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგ დომენებზე: https://2020.polkrf.ru, https://ok.ru/app/immortal-regiment, https://vk.com/polk_app, https://sber9may.ru.

სოციალურ ქსელში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გმირობის შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად საჭიროა გაზიარებულ ფოტოს მიუწეროთ ჰეშთეგი: #Бессмертныйполк2020, #Бессмертныйполконлайн, #ДеньПобедыдома, #9маявсети, #9маЯпомню.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა საქართველოში კორონავირუსის პირობებში ასევე ონლაინ–რეჟიმში გაიმართება, ისევე, როგორც მსოფლიოს 175 ქვეყანაში.

აქცია მთელ მსოფლიოში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება და წარმოდგენილი იქნება გმირების პორტრეტები. აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ფოტო გმირის მონაცემების მითითებით და მისი მოკლე ისტორიით ელექტრონულ მისამართზე: sk_gr@mail.ru.

პირველად აქცია „უკვდავი პოლკი“ ტომსკში ჩატარდა. 2015 წელს მსვლელობაში რუსეთის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 12 მილიონამდე ადამიანმა. ამის შემდეგ შეიქმნა რუსეთის საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი" არის შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს წინაპრების გმირობასა და გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდავეთსა და სხვა სახელმწიფოებში იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0