ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

Genetico კორონავირუსის ანტისხეულების ტესტ-სისტემებს ქმნის

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტესტ-სისტემები
ტესტ-სისტემები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრის მეცნიერების თქმით, ტესტი გამოავლენს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ვირუსი ჯერ არ შეხვედრიათ, თუმცა მის მიმართ იმუნიტეტი არ აქვთ.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. გენეტიკისა და რეპროდუქციის ცენტრ Genetico-ს მეცნიერები, რომელიც რუსეთის ვენჩურული კომპანიის (RVC) ბიოფონდის პორტფელში შედის, მუშაობენ ტესტის შექმნაზე, რომელიც ადამიანის სისხლში COVID-19-ის ანტისხეულებს გამოავლენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით. 

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ცრუ შედეგი გამორიცხულია: შექმნილია ზეზუსტი ტესტი COVID-19-ის გამოსავლენად

გავრცელებული იფორმაციით, ცენტრი ტესტის შექმნა–დანერგვის საქმეში მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობს.

„ტესტი გამოავლენს არა თავად ვირუსს, არამედ მის მიმართ იმუნიტეტსა და ანტისხეულებს. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდება იმ უკვე განკურნებული ადამიანების გამოვლენა, რომლებმაც [კორონავირუსი] უსიმპტომოდ გადაიტანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ცენტრის მეცნიერების თქმით, ტესტი გამოავლენს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ვირუსი ჯერ არ შეხვედრიათ, თუმცა მის მიმართ იმუნიტეტი არ აქვთ.

ამასთან, აღინიშნება, რომ ანტისხეულების ტესტები დაეხმარება ჰემატოლოგებს კვლევების ჩატარებასა და კორონავირუსისგან გამოჯანსაღებული დონორების დადგენაში, რომლებსაც სისხლში უკვე ექნებათ ანტისხეულები.

ცენტრი Genetico უახლოეს დღეებში წარადგენს დოკუმენტაციას პირველი ტესტ–სისტემის რეგისტრაციისთვის. კომპანია ასევე აპირებს ლაბორატორიული ტესტ–სისტემებისა და პერსონალური გამოყენების ექსპრეს–ტესტების რეგისტრაციას. 

„ტესტ–სისტემის ძირითადი კომპონენტი — ვირუსის ანტიგენებია, რომლებთანაც ურთიერთქმედებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ვგეგმავთ წარმოვქმნათ იმდენი ანტიგენები, რომ ეს ტესტ–სისტემა ხელმისაწვდომი იყოს რუსეთში“, — აცხადებს Genetico-ს დირექტორი არტურ ისაევი.

მისი თქმით, ეს სისტემები ამ დროისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინის მუშაკებისა და სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც, რომლებიც ეპიდემიის პირობებშიც განაგრძობენ მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0