19:29 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)
117 0 0

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრის გავლით გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. რუსეთის საზღვარზე კორონავირუსის გამო მოქმედი საავტომობილო, სარკინიგზო, ქვეითთა, მდინარის და შერეული გამშვები პუნქტების გავლით მოძრაობა, ისევე როგორც რუსეთ-ბელარუსის საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება, დოკუმენტი გამოქვეყნებულია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე.

რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი წარადგინეს >>

შეზღუდვა ძალაში 30 მარტს 00:00 საათიდან ამოქმედდება. როდის მოიხსნება ის, დაზუსტებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომაა.

აკრძალვა არ ეხება დიპლომატებს და მათ ოჯახებს, საერთაშორისო რეისების სატვირთოების მძღოლებს, მდინარეების გემების ეკიპაჟს, საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის მატარებლების ეკიპაჟებს, ოფიციალური დელეგაციების წევრებს, დიპლომატიური ურთიერთობების ფელდეგერებსა და კურიერებს, აგრეთვე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო დატოვებენ ქვეყანას. ასევე კალინინგრადის ოლქის მცხოვრებლებსა და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 264 ადამიანს მიაღწია (აქედან 817 - მოსკოვში), 49 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა რეგიონში გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი მოქმედებს. 30 მარტიდან 5 აპრილამდე გამოცხადდა არასამუშაო კვირა, ყველგან აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებები, დახურულია სავაჭრო-გასართობი, კულტურული და დასასვენებელი ობიექტები, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის პირებს რეკომენდაცია აქვთ დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი. 27 მარტიდან რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა ქვეყანასთან, გარდა იმ ფრენების, რომლებიც საზღვარგარეთიდან რუსეთის მოქალაქეების გამოყვანას უკავშირდება. ასევე შეჩერებულია მატარებლების გადაადგილება საზღვარზე.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)

მთავარი თემები