05:05 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (892)
480 0 0

რუსმა ექიმებმა კორონავირუსის მკურნალობის სქემა ჩინური და ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავეს

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. COVID-2019 - ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი რუსეთის ფედერალურმა მედიკო-ბიოლოგიურმა სააგენტომ წარადგინა, იუწყება РИА Новости სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ამირან გამყრელიძე: „დიდი ალბათობით ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტი გვაქვს“ >>

პრეპარატი მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტ „მეფლოხინის“ ბაზაზე შექმნა სამეცნიერო-საწარმოო ცენტრმა „ფარმზაშჩიტა“. შემუშავებისას გათვალისწინებული იყო ვირუსის მკურნალობის გამოცდილება საფრანგეთსა და ჩინეთში.

„მაღალი სელექტურობის მქონე პრეპარატი ბლოკავს კორონავირუსის ციტოპატიურ ეფექტს უჯრედების კულტურაში და ხელს უშლის მის რეპლიკაციას, ხოლო „მეფლოხინის“ იმუნოსუპრესიული მოქმედება აბრკოლებს ვირუსით გამოწვეული ანთებითი რეაქციის აქტივაციას. მაკროლიდური ანტიბიოტიკების და სინთეტური პენიცილინების ჩართვა არამარტო აფერხებს მეორადი ბაქტერიულ-ვირუსული სინდრომის ფორმირებას, არამედ სისხლის პლაზმასა და ფილტვებში ანტივირუსული საშუალების კონცენტრაციას ზრდის“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ვერონიკა სკვორცოვამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სხვადასხვა სიმძიმის COVID-19-ის მქონე პაციენტების ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, „მეფლოხინის“ ბაზაზე მიმდინარეობს კორონავირუსის პროფილაქტიკის ეფექტური და უსაფრთხო სქემის შემუშავება, აცხადებენ პრესსამსახურში.

სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდურ რეკომენდაციებში შემუშავებული პრეპარატის ჩართვას სთავაზობს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (892)

მთავარი თემები