00:34 27 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (864)
87 0 0

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, ვინც არის ინფიცირებული პირი.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, აცხადებს ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი.  

„ადმინისტრაციაში ნამდვილად გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევა... ტარდება ყველა აუცილებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რათა ვირუსს მეტად გავრცელების საშუალება არ მივცეთ“, — დაადასტურა პესკოვმა. 

პრეს-მდივანმა განმარტა, რომ ასეთი მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი და რომ ინფიცირებულ პირთან პრეზიდენტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. 

მისი თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს სიფრთხილის იმ ზომების მართებულობას, როდესაც ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების წინ ყველა მონაწილეს ამოწმებენ COVID-19-ზე. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის რუსეთში ინფიცირებულია 1036 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა სამი და განიკურნა 45 ადამიანი.

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (864)

მთავარი თემები