08:47 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (485)
192 0 0

რუსეთის პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას და კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ახალი კრონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მომდევნო კვირა ქვეყანაში არასამუშაოდ ცხადდება – უქმეები 28 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდება. 

ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.

„ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია აღვკვეთოთ დავადების სწრაფად გავრცელების საფრთხე. ამიტომ მომდევნო კვირას არასამუშაოდ ვაცხადებ, ხელფასების შენარჩუნებით“, — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, კორონავირუსის სრულად დაბლოკვა, რათა მან ქვეყანაში ვერ შეაღწიოს, შეუძლებელია, მაგრამ მისი შეკავება ჯერჯერობით ხერხდება. 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი თუნდაც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვერ შემოიზღუდება საფრთხისგან. ჩვენი საზღვრების მეზობლად მდებარეობს სახელმწიფოები, რომლებიც უკვე სერიოზულად არიან დაზარალებული ინფექციისგან, და მისი სრულად დაბლოკვა ობიექტურად შეუძლებელია“, — თქვა მან. 

პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, არ იყოს „რუსული авось“-ის იმედად და არ იფიქრონ, რომ „ეს მათ არ შეეხება“.

„ეს ყველას შეიძლება შეეხოს. და მაშინ ის, რაც ახლა ბევრ დასავლურ ქვეყანაში ხდება — ევროპაშიც და ოკეანის გაღმაც — ჩვენი უახლოესი მომავალი შეიძლება გახდეს“, — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. 

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია პროფესიონალური და „დასწრებაზე“ მუშაობა, ვინაიდან ამ საქმეში უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

თემები:
რუსეთი დღეს (485)

მთავარი თემები