Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინური გამოცდილება: ცნობილია ფაქტორები, რითიც ქვეყანამ ოპერატიულად დაამარცხა ეპიდემია

© AP Photo / Andy Wongკორონავირუსმა ჩინეთში უკან დაიხია
კორონავირუსმა ჩინეთში უკან დაიხია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ჩინეთს ეპიდემიის ოპერატიულად დამარცხებაში დაეხმარა, ეს მთავრობასა და ხალხს შორის დამყარებული ნდობა იყო, მაღალი თანამდებობის პირები პირადად დადიოდნენ ინფიცირებულების მოსანახულებლად.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ნდობამ, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დამყარდა, ხელი შეუწყო ქვეყანას, გამკლავებოდა COVID-19-ის პანდემიას, აცხადებს ჩინეთის საკითხთა სპეციალისტი ალექსეი მასლოვი.

„ყველაზე მთავარი — ეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის მტკიცე ურთიერთნდობა იყო. ეს არ მეტყველებს პოლიტიკური თუ სოციალური სისტემების უპირატესობაზე. ნდობა სახელმწიფოში ნებისმიერი წყობისას შეიძლება არსებობდეს. ეს იმას აჩვენებს, თუ რაოდენ ზუსტად ასრულებდნენ თავიანთ დაპირებებს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლებები ეპიდემიის დროს“, — განმარტავს მასლოვი. 

მისი აზრით, ჩინეთის ხელისუფლებამ თავისი ხალხის ნდობის კრედიტის მოპოვება ბოლო 40 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობით შეძლო. 

ლაბორატორია შანხაიში - Sputnik საქართველო
COVID-19: ჩინური პრეპარატი 90%-იანი ეფექტით იტალიაში გაიგზავნა

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სისტემამ ეს სტრეს-ტესტი წარმატებით გადალახა: ჩინოვნიკები პირადად დადიოდნენ ინფიცირებულების მოსანახულებლად, ქუჩებში ნიღბებით მოძრაობდნენ და ამით აჩვენებდნენ მოსახლეობას, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ეპიდემიის დროს — და ხალხმა მათ დაუჯერა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მასლოვის თქმით, ეს პროცესების მაქსიმალური კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის საჯაროობა იყო. ჯანდაცვის სამსახურები და ყველა მსხვილი საავადმყოფო ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში აქვეყნებდნენ მონაცემებს პაციენტების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ, აცხადებდნენ, რამდენი გარდაიცვალა და რამდენი განიკურნა.

მეცნირებმა დაადგინეს, სისხლის რომელი ჯგუფისთვისაა სახიფათო COVID-19 – ჩინური კვლევა>>

გარდა ამისა, ამოქმედდა მონაცემთა სამედიცინო ბაზა, საიდანაც თითოეულ მოქალქეს შეეძლო შეეტყო სხვა პროვინციაში მყოფი ახლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პლუს ამას, აქტიურად მუშაობდა ტელემედიცინის სისტემა. და, რაც ყველაზე მთავარია, პეკინმა შეძლო მალე მორეოდა ფეიკებს ინფექციის გავრცელების თაობაზე.

ექსპერტის აზრით, სწორედ ამ ზომების შედეგად შეძლო ქვეყანამ, ოპერატიულად შეეჩერებინა ეპიდემია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, სულ ჩინეთში ეპიდემიის აფეთქების დღიდან COVID-19-ით დაინფიცირდა 81 591 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 3 281 და განიკურნა 73 280 ადამიანი. ამ დროისათვის საავადმყოფოებიდან უკვე გაწერილია დაავადებულთა დაახლოებით 90%.

ყველა ახალი ამბავი
0