10:25 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (485)
6310

პრეზიდენტის თქმით, მას „აზრადაც ვერ მოუვიდოდა“, რომ მისი ძალაუფლებაში დარჩენა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. მე თავი მეფედ არ მიმაჩნია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პროექტის „ოცი კითხვა ვლადიმირ პუტინს“ ფარგლებში გამართული ინტერვიუს დროს. 

კითხვაზე, რას ფიქრობს, როდესაც მას მეფეს უწოდებენ, რუსეთის  ლიდერმა უპასუხა, რომ ეს მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება.

„მეფე არის ის, ვინც ზის, ზემოდან იყურება და ამბობს, მე ვბრძანებ, სხვები გააკეთებენო. თვითონ კი ქუდს მოირგებს და სარკეში ჩაიხედავს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ ის კი არ მბრძანებლობს, არამედ ყოველდღე მუშაობს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მას „აზრადაც ვერ მოუვიდოდა“, რომ მისი ძალაუფლებაში დარჩენა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ვლადიმერ პუტინს უკვე 20 წელია, რაც სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის („ინსომარი“) კვლევითი კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 57% ამბობს, რომ ხმას ვლადიმერ პუტინს მისცემენ, თუ 2024 წელს ის კვლავ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რასაც მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს ნებართვა სჭირდება.

თემები:
რუსეთი დღეს (485)

მთავარი თემები