ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ლომონოსოვის უნივერსიტეტი: კორონავირუსის ვაქცინის შექმნა სამ თვეში შეგვიძლია

© photo: AFP 2020 / KENA BETANCURლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის, მეცნიერებმა უკვე მოახერხეს მიეღოთ მცენარეული ვირუსის ნაწილაკები, რომლებიც ადამიანს არ აინფიცირებს. ეს ნაწილაკები COVID 19–ის ვირუსის ცილებთან ურთიერთობისას პათოგენის მსგავსი ხდება.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთში შეიძლება სამ თვეში შეიმუშაონ, აცხადებენ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის კათედრაზე. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ეფექტი გამოცდილია წარსულში: მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლის ძველ „ახალ“ მეთოდს ასახელებენ

ამ დროისათვის, მეცნიერებმა უკვე მოახერხეს მიეღოთ მცენარეული ვირუსის ნაწილაკები, რომლებიც ადამიანს არ აინფიცირებს. ეს ნაწილაკები COVID 19–ის ვირუსის ცილებთან ურთიერთობისას პათოგენის მსგავსი ხდება.

რუსი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი მეთოდის საფუძველზე ვაქცინის შექმნა უფრო მარტივი და იაფიც იქნება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიეტლში (აშშ) მოხალისეებზე COVID-19-ვაქცინის კლინიკური გამოცდა უკვე დაწყებულია. კლინიკა Kaiser Permanente-ის ტესტირებაში  18-დან 55 წლამდე ასაკის 45 ჯანმრთელი მოხალისე იღებს მონაწილეობას. 

აშშ COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს: იძებნებიან მოხალისეები>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის რუსეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 147 ადამიანს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში გარდაიცვალა ერთი პაციენტი - 79 წლის ქალი, რომელსაც სხვა პათოლოგიებიც აღენიშნებოდა.   

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 218 825 ადამიანი. გარდაცვლილია 8 810 და განკურნებულია 84 124 პაციენტი.  

 

ყველა ახალი ამბავი
0