ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

Dollar Baby: სტივენ კინგის მოთხრობის ეკრანიზაციის უფლება 16 წლის გოგონამ 1 დოლარად მოიპოვა

© AFP 2024 / KENZO TRIBOUILLARDსტივენ კინგი
სტივენ კინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტივენ კინგი თავის საავტორო უფლებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანიჭებს დამწყებ კინორეჟისორებსა და მოყვარულ კინოოპერატორებს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სტივენ კინგის ერთ-ერთი მოთხრობის ეკრანიზაციის უფლება სულ ერთ დოლარად მოიპოვა 16 წლის ტომსკელმა მოსწავლემ დიანა კოსტირინამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გოგონას თქმით, განაცხადზე დადებითი პასუხი პირდაპირ სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილზე მიიღო, რამაც კლასში დიდი ხმაური გამოიწვია.

„მასწავლებელი ამბობს ჩუმადო, მე კი ვეუბნები, ნუ გვიშლით, მე ტრიუმფი მაქვს-მეთქი“, — იხსენებს მომხდარს დიანა.

ცნობილ მწერალთან კონტრაქტის გაფორმება პროექტ Dollar Baby-ს ფარგლებში მოხდა, რომლის თანახმადაც სტივენ კინგი თავის საავტორო უფლებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანიჭებს დამწყებ კინორეჟისორებსა და მოყვარულ კინოოპერატორებს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. კონტრაქტი ყოველწლიურად ხუთიდან ათამდე ადამიანთან ფორმდება.

როგორც ირკვევა, დიანა კოსტირინამ პროექტის ვებ-გვერდზე დატოვა განაცხადი მოთხრობის „ქალი ოთახში“ ეკრანიზაციის შესახებ. მისი თქმით, დადებითი პასუხი მეორე დღესვე მიიღო.

კონტრაქტის თანახმად, მოთხრობის ეკრანიზაციის უფლება ერთი წლით ენიჭება. ამასთან, იკრძალება ფილმის ინტერნეტში ატვირთვა ან ტელევიზიით ჩვენება. კოსტირინას ფილმს ფესტივალ Dollar Baby Russia-ზე ოქტომბრის ბოლოს კრასნოდარში წარმოადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0