09:19 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში (49)
37 0 0

ელენა ჩერიშევამ და კირილ ვიშინსკიმ პარიზის დებატებში მიიღეს მონაწილეობა, რომლის თემაც პრესის თავისუფლების საკითხები იყო.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. პარიზში გამართული დებატებისას „Sputnik–ესტონეთის“ ხელმძღვანელმა ელენა ჩერიშევამ დაგმო ესტონეთის ხელისუფლების ქმედებები სააგენტოს ჟურნალისტების მიმართ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

ასოციაცია „ფრანგულ-რუსული დიალოგის“ პარიზის დებატებში მონაწილეობა მიიღეს: Россия сегодня-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ ვიშინსკიმ, „Sputnik–ესტონეთის“ ხელმძღვანელმა ელენა ჩერიშევამ, Sud Radio-ს ჟურნალისტმა ანდრე ბერკოფმა, ჟურნალ Paris Match-ის რეპორტიორმა და დირექტორის მოადგილემ რეჟის ლე სომიემ.

„მიგვაჩნია, რომ პოლიციისა და ოფიციალური ტალინის ქმედებები — ეს „Sputnik–ესტონეთში“ მომუშავე ჟურნალისტების მიმართ ცენზურაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცენზურა აკრძალულია. „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი ესტონეთის მოქალაქეები არიან, ამიტომ მიმაჩნია, რომ პოლიცია თავისი ქმედებებით საკუთარ მოქალაქეებს აყენებს დარტყმას და მზადაა ციხეში გაუშვან ისინი მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულ მედიაში მუშაობენ“, — განაცხადა ჩერიშევამ.

მისი თქმით, ახლა Россия сегодня არაერთი მიმართულებით მუშაობს, რათა გადაჭრას ძირითადი პრობლემა: მოხსნას ესტონეთის ხელისუფლების ყველა მოგონილი პრეტენზია.

ჩერიშევამ განმარტა, რომ მთავარი ამოცანა — თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება და „Sputnik–ესტონეთის“ კვლავ ამოქმედებაა. 

აღსანიშნავია, რომ ჩერიშევა და ვიშინსკი სამშაბათს სტრასბურგში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ, რათა ესტონეთში შექმნილ ვითარებაზე ემსჯელათ.  

„გუშინ ვესაუბრეთ ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს. მან ჩვენ გაგვაფრთხილა, რომ პარიზში აუცილებლად ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით ჩვენი ყვითელი ჟილეტების გამო, რომლებიც მასთან მისვლისას გვეცვა. მაგრამ ჩვენ სულ სხვა მიზანი გვაქვს: ჟილეტები ესტონური Sputnik-ის კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად ჩავიცვით“, — აღნიშნა ვიშინსკიმ. 

ჩერიშევამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ მისი აზრით, ევროსაბჭოს კომისარს „Sputnik–ესტონეთთან“ დაკავშირებით არასრული ინფორმაცია ჰქონდა.

„ამიტომ მისვამდა ის დამატებით შეკითხვებს, რომლებზეც პასუხი გავეცი. PACE-ში გამგზავრების მიზანიც ეს იყო: მაქსიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა „Sputnik–ესტონეთის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ“, — განაცხადა პორტალის ხელმძღვანელმა.

დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრებოდა. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად დასახელებულია სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო, „Sputnik–ესტონეთის“ ჟურნალისტები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა რედაქციასთან 2020 წლის 1 იანვრიდან და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასულიყვნენ. 

თემები:
რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში (49)

მთავარი თემები