თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. PACE-ს მონიტორინგის კომისიამ უარყო რეზოლუციაში შესატანი ანტირუსული ცვლილებების უმრავლესობა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ, იუწყება РИА Новости რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელზე, პიოტრ ტოლსტოიზე დაყრდნობით.
ორშაბათს PACE-ს დეპუტატებმა რუსული დელეგაციის უფლებამოსილება ეჭვქვეშ დააყენეს. ამის შემდეგ ასამბლეას გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოხსენება უნდა მოემზადებინა.
„მონიტორინგის კომისიამ სხდომაზე ტინი კოქსის რეზოლუციაში შესატანი ცვლილებების უმრავლესობა (რუსეთის დელეგაციისთვის PACE-ში უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ) უარყო. ისინი ატარებდნენ მკვეთრად გამოხატულ ანტირუსულ ხასიათს და ჩვენ ვხედავთ, რომ ასამბლეაში არსებობს უმრავლესობა, რომელიც არ წამოეგება პროვოკაციებს ცვლილებების ავტორების - ბრიტანეთისა და უკრაინის მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტოლსტოიმ.
რუსეთს PACE-ში ზოგიერთი უფლება 2014 წელს ყირიმის მიერთების შემდეგ ჩამოერთვა, რის შემდეგაც მოსკოვმა შეაჩერა მონაწილეობა სხდომებში, შემდეგ კი ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადახდა შეწყვიტა. 2019 წლის ზაფხულში რუსეთის უფლებები სრულად აღდგა.