მოსაზრება: ვინაა ლიბიაში მშვიდობის დამყარების მთავარი ინიციატორი

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშიბერლინის კონფერენცია ლიბიის საკითხებზე
ბერლინის კონფერენცია ლიბიის საკითხებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტ ვლადიმირ ორლოვის თქმით, დასავლელი ლიდერები აფასებენ რუსეთის ძალისხმევას, რომელიც ლიბიაში მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ბერლინში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ლიბიაში ვითარების დარეგულირების საკითხს მიეძღვნა. მოლაპარაკებას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის გარდა, ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის, ეგვიპტის, თურქეთის ლიდერები, ევროკომისიის ხელმძღვანელი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ვლადიმირ პუტინი და ჯუზეპე კონტე - Sputnik საქართველო
ბერლინის კონფერენცია: როგორ უნდა გადაიჭრას ლიბიის კონფლიქტი

შეხვედრაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ეხება ლიბიაში ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას. გარდა ამისა, ხანგრძლივი ზავის უზრუნველსაყოფად მიღებულია სამხედრო კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება.

სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალისტური ცენტრის ექსპერტმა ვლადიმირ ორლოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლეთში აფასებენ რუსეთის ძალისხმევას, რომელიც ლიბიაში მშვიდობის დამყარებისკენაა მიმართული.

„მართლაც, დღეს რუსეთი არის ლიბიაში სამშვიდობო პროცესის ძირითად მოთამაშეთაგან ერთ-ერთი. იმ ქაოსის შემდეგ, რომელიც იქ შეერთებულმა შტატებმა დასავლურ კოალიციასთან ერთად შეიტანა, რუსეთი დღეს ცდილობს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას ამ კონფლიქტის სხვადასხვა პოლიტიკური, სამხედრო მხარეები. მოსკოვის კონფერენციამაც და ბერლინის კონფერენციამაც რუსეთის მონაწილეობით, არსებითად კი, რუსეთის ხელმძღვანელი როლის გათვალისწინებით, ცხადყო, რომ რუსეთი ამჟამად სამშვიდობო პროცესის მთავარი ინიციატორია. რუსეთმა შეძლო იმის გაკეთება, რისკენაც ადრე არ ისწრაფოდა დასავლეთი და რასაც ეწინააღმდეგებოდა აშშ – ესაა ლიბიის დაპირისპირებულ მხარეთა პირდაპირი დიალოგი“, – აღნიშნა ორლოვმა.

ბერლინის კონფერენცია რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ჩატარდა. ლიბიის საინფორმაციო წყაროს ცნობით, ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაურმა ხალიფა ჰაფთარმა მოსკოვი ისე დატოვა, რომ ხელი არ მოუწერია ფაიზა სარაჯას ტრიპოლის მთავრობასთან ზავის შესახებ შეთანხმებისთვის. მოგვიანებით, მასმედიის ინფორმაციით, ჰაფთარმა განაცხადა, რომ მზადაა დაზავებისთვის მისი პირობების შესრულების შემთხვევაში.

ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაურმა წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომლითაც მადლობას უხდის მას ლიბიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0