20:40 01 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5960
  • 100 RUB4.2022
  • USD3.2816
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (432)
29 0 0

ჟურნალისტები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა რედაქციასთან 2020 წლის 1 იანვრიდან და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასულიყვნენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ესტონური ტელეარხის ETV+ ეთერში ოთხშაბათს გასულ გადაცემაში „ვინ ვის?“ საინფორმაციო სააგენტო „Sputnik–ესტონეთის“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. 

გადაცემის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და რომელშიც სააგენტოს ხელმძღვანელი ელენა ჩერიშევაც მონაწილეობდა, ჩართული იყო ხმის მიცემის რეჟიმი. მაყურებელი პასუხობდა წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას: „არის თუ არა ცენზურა „Sputnik–ესტონეთის“ საქმიანობის შეჩერება?“

გაირკვა, რომ მაყურებლების 90%-ის აზრით, ესტონეთში ცენზურა არსებობს, 10% კი ამ მოსაზრების წინააღმდეგი იყო.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები — ეს ცენზურაა, რომელიც ესტონეთში აკრძალულია. „Sputnik–ესტონეთი“ არის მედიასაშუალება, რომელიც რუსეთის ფედერალურ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ში შედის. ეს უკანასკნელი კი არანაირად არ არის სანქცირებული“, — განმარტა ელენა ჩერიშევამ.

პასუხად მას განუცხადეს, რომ ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სანქციები დაუწესა მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორს დმიტრი კისელიოვს. ოპონენტების თქმით, სააგენტოს სწორედ ის აკონტროლებს.

ჩერიშევამ განმარტა, რომ კისელიოვი არ აკონტროლებს Россия сегодня-ს და სააგენტოში მისი აქტივები არ არის.

„დმიტრი კისელიოვი ისეთივე დაქირავებული პირია, როგორიც მე, ოღონდ უფრო მაღალი ხელფასით და უფრო მაღალ თანამდებობაზე. Россия сегодня რუსეთის ფედერალური მედიასაშუალება, უნიტარული საწარმოა“, — განაცხადა ჩერიშევამ. 

მისი თქმით, ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციისგან მიღებულ წერილში წერია, რომ Россия сегодня-ს კისელიოვი აკონტროლებს, ვინაიდან სწორედ ის „სვამს ხელმოწერებს“. ჩერიშევამ უარყო ეს ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დმიტრი კისელიოვის ხელმოწერა მხოლოდ მისალოც ბარათებზე აქვს ნანახი.

Россия сегодня-ს რედაქციამ მანამდე მოუწოდა ყველა საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციას — გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს, ევროპარლამენტსა და „ჟურნალისტებს საზღვრების გარეშე“ — დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით.  

დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრებოდა. სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო „Sputnik–ესტონეთის“ ჟურნალისტები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა რედაქციასთან 2020 წლის 1 იანვრიდან და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასულიყვნენ.  

 

თემები:
რუსეთი დღეს (432)

მთავარი თემები