მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დევნის საფრთხე: ჟურნალისტები სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტენ

© photo: Sputnik / Vladimir AstapkovichSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოში ირწმუნებიან, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რედაქციის მუშაობა შეჩერდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ საიტ „Sputnik–ესტონეთის“ მუშაობა სრულად განახლდება.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო „Sputnik–ესტონეთის“ ჟურნალისტები იძულებული არიან, შეწყვიტონ შრომითი ურთიერთობა რედაქციასთან 2020 წლის 1 იანვრიდან, ნათქვამია Россия сегодня-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარის გამო მუხლით, რომელიც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლები იძულებული არიან, 2020 წლის 1 იანვრიდან გაწყვიტონ შრომითი ურთიერთობა რედაქციასთან. „Sputnik–ესტონეთი“ და Россия сегодня მხარს უჭერენ საკუთარ თანამშრომლებს ამ გადაწყვეტილებაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოში აღნიშნეს, რომ მიუხედავად ესტონეთის ხელისუფლების მუქარის აბსურდულობისა, თანამედროვე ევროპაში ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივი დევნა რეალობაა, ამიტომ ადამიანების თავისუფლებით რისკის გაწევა დაუშვებელია. 

ტატიანა მოსკალკოვა - Sputnik საქართველო
„ძალიან გთხოვთ“ - რუსმა ომბუდსმენმა ესტონელ კოლეგას Sputnik-ზე ზეწოლის გამო მიმართა

„ესტონეთის ქმედებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ ღია დევნად, სამართლებრივ ქაოსად, ტოტალიტარიზმის გამოვლინებად და სიტყვის თავისუფლების პრინციპების უხეშ დარღვევად მიგვაჩნია, რომელსაც პრეცედენტი არ აქვს ევროკავშირში. ჟურნალისტების ერთადერთი „დანაშაული“ — ეს რუსულ მასმედიაში მუშაობაა“, — წერია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რედაქციის მუშაობა შეჩერდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ საიტ „Sputnik–ესტონეთის“ მუშაობა სრულად განახლდება, ირწმუნებიან სააგენტოში.

„მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციას, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. მივმართავთ, კერძოდ, გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს, ევროპარლამენტს, ორგანიზაციას „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“. მადლობას ვუხდით ჟურნალისტურ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადო მოღვაწეებს კოლეგების მხარდაჭერისთვის. მორალური მხარდაჭერა ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც“, — ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ: დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად დასახელებულია სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

ყველა ახალი ამბავი
0