22:42 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (554)
129 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი მიდგომა მოხუცებულთა და შშმ პირთა სახლების ერთგავრი ალტერნატივა გახდება.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მარტოხელა ასაკოვანი ადამიანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სპეციალურ პროექტში ჩართვას შეძლებენ, რომელიც მათ მიმღებ ოჯახებში განთავსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი რუსეთის ქალაქ ტვერში ამუშავდა, იუწყება РИА Новости.  

გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარი მიდგომა მოხუცებულთა და შშმ პირთა სახლების ერთგავრი ალტერნატივა გახდება.

მიმღები ოჯახი ვალდებული იქნება მოუაროს და უზრუნველყოს აყვანილი ადამიანი აუცილებელი საკვებით, მემდიკამენტებითა და ყოველდღიური მოთხოვნილების საგნებით, აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება როგორც სახლის პირობებში, ისე სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანით.

„მიმღები ოჯახის წევრი შეუძლია გახდეს მარტოხელა, ან რეგიონის ტერიტორიაზე მარტო მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული, ან ინვალიდობის ჯგუფის მქონე 18 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება“, — ნათქვამია რეგიონის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

მიმღები ოჯახი შეიძლება შექმნას ოლქში მცხოვრებმა, 18 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერმა შრომისუნარიანმა პირმა, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდება. ამგვარად, შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად, ის სოციალური მუშაკი გახდება.

 

თემები:
რუსეთი დღეს (554)

მთავარი თემები