რუსეთი ოლიმპიადასა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს ოთხი წლით ჩამოაშორეს

© REUTERS / AGENCJA GAZETAWADA
WADA - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს შესაბამისობის კომიტეტმა რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ოთხი წლით ჩამოშორებისა და მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ „სუფთა“ სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაცია გასცა.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა (WADA) ერთხმად მიიღო შესაბამისობის დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაცია რუსეთის საკითხზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს შესაბამისობის კომიტეტმა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ოთხი წლით ჩამოშორებისა და მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ „სუფთა“ სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაცია გასცა. 

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო - Sputnik საქართველო
WADA რუსულ სპორტს სჯის: რას გვასწავლის მისი რეკომენდაციები

შედეგად, WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოართვას რუსეთს ოთხი წლის განმავლობაში მსხვილი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ჩატარებისა და მათ ჩატარებაზე განაცხადების წარდგენის უფლება. გარდა ამისა, რუსი სპორტსმენები ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში.

რაც შეეხება რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს (РУСАДА), WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ის ანტიდოპინგური კოდექსის შეუსაბამოდ ცნო.

РУСАДА-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მარგარიტა პახნოცკაიამ РИА Новости-ს აცნობა, რომ რუსი სპორტსმენები და მწვრთნელები იმ შემთხვევაში შეიძლება დაუშვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე, თუ დაამტკიცებენ, რომ არ არღვევენ მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსს.

ამასთან, რუს ოფიციალურ პირებს ასევე ოთხი წლის განმავლობაში ეკრძალებათ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე დასწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო ათი დღის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას, ეთანხმება თუ არა სანქციებს. WADA-ს გადაწყვეტილება ძალაში 21 დღის შემდეგ, ან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაციის განხილვის შემდეგ შევა.  

ყველა ახალი ამბავი
0