მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარეობა რუსეთს გადაეცა

© photo : Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ყირგიზეთმა რუსეთს გადასცა დღეს გამართულ წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ყირგიზეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) თავმჯდომარეობა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ბიშკეკის სამიტზე რუსეთს გადასცა, იუწყება „Sputnik–ყირგიზეთი“. 

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა მიულოცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ორგანიზაციის თავმჯდომარეობა. 

„ვსარგებლობ რა შემთხვევით, მსურს მივულოცო ვლადიმირ პუტინს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და ვუსურვო დიდი წარმატებები“, — აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დროშები - Sputnik საქართველო
კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრებმა სხდომა გამართეს

ჟეენბეკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა ახალ იმპულსს მისცემს ორგანიზაციის განვითარებას 2020 წელს. რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი „განაგრძობს კონსტრუქციულ და შინაარსიან მუშაობას“ ორგანიზაციის ფარგლებში.

ვლადიმირ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. 

„რუსეთი ხელს შეუწყობს ჩვენი ორგანიზაციის მეგობართა წრის გაფართოებას და განავითარებს თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო გაერთიანებებთან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩვენ დავამტკიცეთ დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც იძლევა საშუალებას, მიენიჭოს ორგანიზაციაში შემავალ სახელმწიფოს მეთვალყურის ან პარტნიორის სტატუსი“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

გარდა ამისა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ შესაძლებელი იქნება დიალოგის დაწყება იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებით არიან დაინტერესებული. 

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურებმა შეხვედრაზე 15 დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დახვეწენ საერთაშორისო ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობას გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. გარდა ამისა, მათ შეათანხმეს დამატებითი ზომები, რომლებიც ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე დაძაბულობის შესუსტებას მოემსახურება. 

ბიშკეკში გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა.

ყველა ახალი ამბავი
0