ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

პოლონეთს წონადი არგუმენტები არ აქვს – პუშკოვი მორავეცკის აკრიტიკებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიალექსეი პუშკოვი
ალექსეი პუშკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე პოლონეთის პრემიერმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში მხარს უჭერენ მილსადენის პროექტს, რითიც რუსული იარაღისა და რუსეთის თავდაცვისთვის გადასახადის გადახდა ხორციელდება ევროპული ფულით.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავეცკის გამონათქვამს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერას შეეხებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით, პრიმიტიული პროპაგანდა უწოდა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ვფიქრობ, მან იცის, რომ რუსეთმა თავისი არმია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარეშე გადაიარაღა. მაგრამ ვარშავას არ აქვს წონადი არგუმენტები პროექტის წინააღმდეგ“, — განაცხადა პუშკოვმა.

მანამდე მათეუშ მორავეცკიმ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში მხარს უჭერენ მილსადენის პროექტს, რითიც რუსული იარაღისა და რუსეთის თავდაცვისთვის გადასახადის გადახდა ხორციელდება ევროპული ფულით. 

Матеуш Моравецкий  - Sputnik საქართველო
„დათვის ცხელი სუნთქვა“ და სექსუალური ქვეტექსტები: პოლიტოლოგი კომენტარს აკეთებს

გარდა ამისა, მორავეცკიმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც ნატოს მიერ რუსეთის მტრად შერაცხვა უაზრობად მიიჩნია.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს გაზსადენის ორი მიმართულების გაყვანას რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით, რომლის საერთო სიმძლავრე 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება წელიწადში. პროექტის ღირებულება 9,5 მლრდ ევროს შეადგენს.

ოქტომბრის ბოლოს დანიამ თანხმობა განაცხადა გაზსადენის გაყვანაზე დანიის კონტინენტურ შელფზე. მანამდე პროექტი შეთანხმებული იყო გერმანიასთან, შვედეთთან და ფინეთთან.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან უკრაინა, აშშ, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები.

 

ყველა ახალი ამბავი
0