06:59 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში

რუდენკო: საქართველომ მოსკოვიდან მიღებული სიგნალებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)
72 0 0

ავიამიმოსვლის აღსადგენად საქართველომ ანტირუსული კამპანია უნდა შეწყვიტოს, განაცხადა რუდენკომ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთს იმედი აქვს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველო მოსკოვიდან მიღებული სიგნალებიდან დასკვნებს გააკეთებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში.

ანტირუსული აქციების ფონზე, რომელიც დედაქალაქის ცენტრში 20 ივლისიდან დაიწყო, და ასევე პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, რუსულმა ტუროპერატორებმა კი საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს.

მან აღნიშნა, რომ შემზღუდავი ზომები დაწესდა უხეში ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.

„მათი გაუქმების პირობები მკაფიოდ არის განსაზღვრული რუსული მხარის მიერ: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ყოველგვარი საფრთხის აღმოფხვრა, ანტირუსული კამპანიის შეწყვეტა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე ბოლო 12 წლის განმავლობაში შედგა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს „შესაბამისი სიგნალები“ გააცნო.

„ვვარაუდობთ, რომ თბილისში სათანადო დასკვნებს გააკეთებენ. თავის მხრივ, რუსეთი კვლავინდებურად დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით, რაც ჩვენი ქვეყნების მთავარ ინტერესებს პასუხობს“, - განაცხადა რუდენკომ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიებს 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (123)

მთავარი თემები