როდის გააუქმებს რუსეთი ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვის: რუდენკომ პირობა დაასახელა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა რუსული მხარის მიერ ივნისის მოვლენებამდე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, საჭიროა ურთიერთობებში კრიზისამდე არსებულ სიტუაციას დავუბრუნდეთ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტირუსული აქციები დაიწყო. ოპოზიციამ, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა, ხმაური ატეხა და საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩაშალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ქართულ-რუსული ურთიერთობების მდგომარეობა რუსეთის საგარეო უწყებაში განიხილეს

ამ მოვლენების ფონზე მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტურისტულ ოპერატორებს კი ურჩია, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს საგზურები.

რუდენკოს თქმით, „რაც შეეხება რუსული ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღნიშნული საკითხი მართლაც განიხილებოდა ივნისის მოვლენებამდე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ „შემზღუდავი ზომები დაწესდა უხეში ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის ივნისში მოხდა“.

„ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. ამისათვის როგორც მინიმუმ საჭიროა ურთიერთობებში კრიზისამდე არსებულ სიტუაციას დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა რუდენკომ.

სავიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის 2000 წელს რუსული მხარის ინიციატივით შემოიღეს. 2012 წლის დასაწყისში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზები ცალმხრივად გააუქმა.

„სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე" რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებას შეეცდება >>

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიებს 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0