ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ცხრა რეგიონი და მილიონობით რუბლი: რუსეთში ტერორისტების სპონსორები დააკავეს

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
რუსეთის  სახელმწიფო უსაფრთხოების ფედერალური სამსახური  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებაში 100-ზე მეტი ადამიანი შედიოდა, რომლებსაც მსოფლიო ხალიფატის დამყარების იდეა აერთიანებდათ.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს „საქველმოქმედო საზოგადოება“, რომელიც ქვეყნის ცხრა რეგიონში მოქმედებდა და სპონსორობას უწევდა „იმარატ კავკაზისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყებაზე დაყრდნობით. 

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
ტერორისტული უჯრედები წელს რუსეთის 17 რეგიონში გამოვლინდა

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებაში 100-ზე მეტი ადამიანი შედიოდა, რომლებსაც მსოფლიო ხალიფატის დამყარების იდეა აერთიანებდათ. მათ შორის იყვნენ ტერორისტ შამილ ბასაევის მიერ 2005 წელს ნალჩიკში მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმის მონაწილეებიც.

ძალოვანების ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, ინგუშეთში, თათრეთში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში და ასევე ტიუმენის ოლქში მოქმედმა ბოროტგანმზრახველებმა, ვითომ ქველმოქმედების მიზნით, ინტერნეტის მეშვეობით 6 მლნ რუბლზე მეტი შეაგროვეს. ამ თანხას უცხოეთში გზავნიდნენ სირიაში ტერაქტების მოსაწყობად.

ორგანიზაციის ჩამოყალიბების ბრალდებით დაკავებულია ორი პირი: 25 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი. ჩხრეკისას მათ აღმოუჩინეს ექსტრემისტული ლიტერატურა, 10 მობილური ტელეფონი, ტერორისტების მიერ შედგენილი ინსტრუქციები, 60 ცალი საბანკო ბარათი, 6 ათასი დოლარი ნაღდი ფული და ანგარიშები თანხის გადარიცხვის შესახებ.

„გამოძიების ვერსიით, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში და და ძმა 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებდნენ ფულის შეგროვებას საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დასაფინანსებლად“, — განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების ყველა წევრი ჯერ კიდევ არ გამხდარა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0