07:41 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი, თურმე, ლექსებს წერს: „გასროლა ტაიგაში“ და МГИМО-ს ჰიმნი

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (183)
7621

როგორც ირკვევა, ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი „პოეტური გამოცდილება“ არ არის. 2015 წლის თებერვალში უკვე ყოფილა გამოქვეყნებული მისი 20 წლის წინ დაწერილი სამი ლექსი.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს მინისტრ სერგეი ლავროვის ლექსს, რომელიც მანამდე ჟურნალ Русский пионер-ის ვებ-გვერდზე დაიბეჭდა.

ლექსის სათაურია „გასროლა ტაიგაში“ და ცეცხლით მოცულ ტყეში მომხდარ შემთხვევას აღწერს. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სერგეი ლავროვმა ლექსი „რუსკი პიონერის“ რედაქციის თხოვნით დაწერა ნომრისთვის, რომლის თემაც იყო „კვამლი“. 

როგორც ირკვევა, ეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი „პოეტური გამოცდილება“ არ არის. 2015 წლის თებერვალში უკვე ყოფილა გამოქვეყნებული მისი 20 წლის წინ დაწერილი სამი ლექსი: Эмигранты последней волны, Посошок და Как будто вчера. ხოლო 2017 წელს ჟურნალმა „რუსკი პიონერმა“ ლავროვის სატირული ნაწარმოები დაბეჭდა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მინისტრის შთაბეჭდილებებს ასახავდა.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვი არის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГИМО) ჰიმნის ავტორიც, რომელიც მან 1972 წელს დაამთავრა.

 

თემები:
რუსეთი დღეს (183)

მთავარი თემები