13:22 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
სერგეი რიაბკოვი

სერგეი რიაბკოვი: არსებობს ბირთვული ომის დაწყების რისკი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (763)
88 0 0

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ შეთანხმება 1996 წელს მიიღო, მაგრამ ის დღემდე არ შესულა ძალაში, ვინაიდან დოკუმენტს რამდენიმე სახელმწიფომ არ მოაწერა ხელი.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში ვითარება თანდათან უარესდება, არსებობს ბირთვული ომის დაწყების რისკი, აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის თქმით, „სამწუხაროდ, ეს უდავო ფაქტია“.

„არსებობს ბირთვული ომის დაწყების რისკი — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეებს ბირთვული კონფლიქტის გაღვივების განზრახვა არ ექნებათ. განსაკუთრებით ნეგატიური დინამიკა ბოლო წელს შეინიშნება“, — განაცხადა რიაბკოვმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, „დასავლელი კოლეგების ქმედებები უფრო ემოციური, დროდადრო კი მეტად აგრესიულია“, ამასთან ისინი „ბლოკავენ სადიალოგო არხებს“ და განაგრძობენ შეიარაღებაზე კონტროლის არქიტექტურის მორყევას.  

რიაბკოვი აცხადებს, რომ ვაშინგტონს მზად აქვს საკუთარი პოლიგონები ცდების გასაახლებლად, თუ მათზე შეზღუდვები მოიხსნება.

„ჩვენი პოზიცია კარგადაა ცნობილი — ჩვენ სრულფასოვანი მოლაპარაკებების აღდგენის, სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მომხრეები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი კოლეგებიც მზად არიან სერიოზული დიალოგისთვის“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა. 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ შეთანხმება 1996 წელს მიიღო, მაგრამ ის დღემდე არ შესულა ძალაში, ვინაიდან დოკუმენტს რამდენიმე სახელმწიფომ არ მოაწერა ხელი. მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამასთან, ყველა ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, უკვე მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება.

2013 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2016 წლისთვის ვაშინგტონი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (763)

მთავარი თემები