მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვმა და კიევმა დაკავებულთა გაცვლა შეაფასეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიკირილ ვიშინსკი მოსკოვშია
კირილ ვიშინსკი მოსკოვშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთმა და უკრაინამ დაკავებულები გაცვალეს - პროცესი შეიძლება გაგრძელდეს

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩიოვმა უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლებას ქვეყნებს შორის კონფრონტაციიდან დიალოგზე გადასვლისკენ პირველი ნაბიჯი უწოდა.

კირილ ვიშინსკი მოსკოვში მიფრინავს >>

უკრაინაში გათავისუფლებული რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის РИА Новости-ს ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი შაბათს მოსკოვში ჩაფრინდნენ.

„ეს პრაქტიკულად პირველი ნაბიჯია კონფრონტაციიდან დიალოგზე გადასვლისკენ და გულითადი მადლობა იმათ, ვისი ძალისხმევითაც ეს შესაძლებელი გახდა“, - დაწერა კოსაჩიოვმა თავის Facebook-გვერდზე.

კომენტარი გააკეთა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

კირილ ვიშინსკი პატიმრობიდან გათავისუფლების მომენტში - Sputnik საქართველო
კიევის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციებსა და ობიექტურ სირთულეებს, პროცესი მაინც შედგა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს განწყობა მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პრობლემების გადასაჭრელად, და არა მათ გაღრმავებაზე. პოლიტიკური ნება და სისტემური მუშაობა ყოველთვის იძლევა შედეგს“, - დაწერა ზახაროვამ თავის Facebook-გვერდზე.

თავის მხრივ, უკრაინის მოქალაქეების რუსეთში გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. მან ამას სასიხარულო მოვლენა უწოდა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიჭების დაბრუნება - ძალიან სასიხარულო მოვლენაა... ყველამ გადავდგით პირველი ნაბიჯი, ის ძალიან რთული იყო, მე ვფიქრობ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიცით, შემდგომში რა ვაკეთოთ. შემდგომში გეზი ყველა ჩვენი ტყვეების დაბრუნებისკენ უნდა ავიღოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ აეროპორტში.

ზელენსკი მზადაა, გაუცვალოს მოსკოვს ღალატში ბრალდებული ჟურნალისტი >>

ზელენსკიმ უკვე განაცხადა დაკავებულთა და მსჯავრდებულთა გათავისუფლების მეორე ეტაპის შესაძლებლობის შესახებ.

რუსეთმა და უკრაინამ დაკავებულთა და მსჯავრდებულთა ერთდროული გათავისუფლების საკითხზე მუშაობა ზაფხულის დასაწყისში დაიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0