ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ოთხმა მეთევზემ სპრეი-სატყუარით 400 კილომდე თევზი დაიჭირა – არის თუ არა ეს ბრაკონიერობა?

გამოწერა
ბრაკონიერობაში ეჭვმიტანილები თავად იყვნენ შოკში ასეთი რაოდენობის ნადავლით, ვინაიდან ახალი სატყუარისგან მსგავს ეფექტს არ ელოდნენ.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ ბრაკონიერობაში ეჭვმიტანილი ოთხი მეთევზე დააკავა, რომლებსაც თან 381 კგ თევზი ჰქონდათ, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა, წერს მასმედია.

შემთხვევა რუსეთის ქალაქ როსტოვში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ დაკავებულებს არანაირი ბრაკონიერული აღჭურვილობა არ აღმოაჩნდათ. თუმცა მათი პირადი ნივთების დათვალიერებისას ერთ-ერთი ინსპექტორის ყურადღება უცხოური ეტიკეტის მქონე სპრეიმ მიიქცია, რომელიც ექსპერტიზაზე გადაგზავნეს.

თევზაობა - Sputnik საქართველო
ტრაგედია კახეთში: 24 წლის მამაკაცს თევზაობისას დენმა დაარტყა

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული სპრეი შეიცავდა გარკვეული ტიპის სპეციალურ ფერმენტებს, რომელიც თევზს წარმოუდგენელი ძალის შიმშილის გრძნობას უჩენდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მაძღარი თევზიც კი სპრეის ზემოქმედებით საოცრად აქტიური ხდებოდა და ძლიერი შიმშილი ეწყებოდა.   

მეთევზეების დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ისინი არანაირი ბრაკონიერები არ იყვნენ. სპრეი-სატყუარა ერთ-ერთ მათგანს ინტერნეტით ჰქონდა შეძენილი. მათი თქმით, ესოდენ დიდი რაოდენობის ნადავლით თავადაც შოკში იყვნენ, ვინაიდან სატყუარასგან ასეთ ეფექტს არ ელოდნენ.  

მას შემდეგ, რაც ვითარებაში გაერკვნენ, სამართალდამცველებმა მეთევზეები გაათავისუფლეს, ვინაიდან მათი დაკავებისთვის იურიდიული საფუძველი არ არსებობდა.

საგამოძიებო კომიტეტი დაინტერესდა ნაპოვნი სპრეი-სატყუარათი და დეტალური გამოძიება დაიწყო. გაირკვა, რომ აღნიშნული ნივთიერება 2011 წელს გამოიგონეს კანადელმა მეცნიერებმა. ეს სატყუარა გამოჩენისთანავე შეიტანეს შავ სიაში ევროპის რიგმა ქვეყნებმა და მათ უმრავლესობაში ის დღემდე მკაცრადაა აკრძალული.

ყველა ახალი ამბავი
0