18:33 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
სამრეწველო ალპინისტი

უკმაყოფილო პენსიონერმა შენობის ფასადზე მომუშავე ალპინისტებს თოკები გადაუჭრა

© photo: Sputnik / Iliya Pitalev
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (166)
12601

სამრეწველო ალპინისტებს, რომლებიც მაღალსართულიანი სახლის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდნენ, პენსიონერმა კატეგორიულად მოსთხოვა, შეეწყვიტათ მუშაობა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. რუსეთის ქალაქ პერმში დააკავეს პენსიონერი, რომელმაც სამრეწველო ალპინისტებს თოკები დამცავი გადაუჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მხარის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. 

გამოძიების ინფორმაციით, ორი სამრეწველო ალპინისტი მაღალსართულიანი სახლის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდა, რაც ძალიან არ მოეწონა 70 წლის მამაკაცს. მან კატეგორიულად მოსთხოვა ალპინისტებს, შეეწყვიტათ სამუშაო, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

უარის მიღების შემდეგ პენსიონენრი კორპუსის სახურავზე ავიდა და დამცავი ბაგირები გადაუჭრა ალპინისტებს. შედეგად, ერთ-ერთი მათგანი მოწყდა და დიდი სისწრაფით ჩაიფრინა რამდენიმე სართული. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა ბაგირმა მაინც შეძლო მისი შეკავება.

მეორე ალპინისტი კი სახლის სახურავზე ავიდა და პენსიონერი „დააფრთხო“. 

ამ დროისთვის აგრესიული მოხუცის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მკვლელობის მცდელობის მუხლით და იმავდროულად მიმდინარეობს მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიები კომიტეტის ინფორმაციით, პენსიონერი ინციდენტის დროს მთვრალი იყო.

თემები:
რუსეთი დღეს (166)

მთავარი თემები