ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„ჰოლივუდმა გამაშტერა“ – უპოპულარესი რუსი მსახიობის გულახდილი საუბარი

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ პეტროვი
ალექსანდრ პეტროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის უპოპულარესი ახალგაზრდა მსახიობი ალექსანდრ პეტროვი ლუკ ბესონის სურათში „ანა“ პარტნიორობას უწევდა ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ჰელენ მირენი, კილიან მერფი, ლუკ ევანსი

რუსეთის უპოპულარესი ახალგაზრდა მსახიობი ალექსანდრ პეტროვი ლუკ ბესონის სურათში „ანა“ პარტნიორობას უწევდა ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ჰელენ მირენი, კილიან მერფი, ლუკ ევანსი.

„ანა“ ჯაშუშური ტრილერია და მოგვითხრობს უბრალო გოგონას ისტორიას, რომელიც დაქირავებული მკვლელი ხდება. ალექსანდრ პეტროვმა ფილმში მისი შეყვარებულის როლი შეასრულა.

ჰოლივუდში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ალექსანდრ პეტროვი თავად საუბრობს ინტერვიუში. 

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ პეტროვი ფილმ „ანას“ პრემიერაზე
„ჰოლივუდმა გამაშტერა“ – უპოპულარესი რუსი მსახიობის გულახდილი საუბარი - Sputnik საქართველო
ალექსანდრ პეტროვი ფილმ „ანას“ პრემიერაზე

- რა განსხვავებაა რუსეთსა და ჰოლივუდში კინოგადაღებებს შორის?

- როცა იქ პირველად მოვხვდი, მართლა გამოვშტერდი. ყველაფერი შვეიცარიული საათივით მუშაობს. გადასაღებ მოედანზე ოთხი-ხუთი ადამიანია, სხვას არავის უშვებენ. აბსოლუტური სიჩუმეა — ყველას აქვს ყურსასმენი გადამცემი, რომელსაც რუსეთში ჯერ არ იყენებენ. იქ მსახიობს არ ესმის ზედმეტი ხმები და უსარგებლო ინფორმაცია, მაგალითად, იმაზე, სად როგორი ჩარჩო დგას. მნიშვნელოვანია, რომ კადრში გამოჩნდეს და ყველაფერი გააკეთოს.

მეორე მომენტია მუშაობის მკაფიოდ განსაზღვრული სისტემა. მსახიობები გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველები მიდიან. ჯგუფი მუშაობს რვა საათი, მსახიობები — უფრო მეტს, ვინაიდან მათ სჭირდებათ რეპეტიცია, მომზადება. ამიტომ მე დილით ადრე მივდიოდი და მოედანს ყველაზე გვიან ვტოვებდი.

ეს ისაა, რასაც ჩვენ სულ ახლახან მივაღწიეთ: მსახიობები უნდა იყვნენ სრულ უსაფრთხოებაში, უნდა ჰქონდეთ სწორი მდგომარეობა — მათ განწყობაზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის, მომავალი წარმატებაც. ამას ოსტატურად იყენებენ ფიოდორ ბონდარჩუკი, ლიოშა სიდოროვი, ჟორა კრიჟოვნიკოვი.

- ფილმში „ანა“ მოქმედება სხვადასხვა ადგილზე ხდება. თქვენ სად გიღებდნენ?

- ბელგრადში, ასევე პარიზში, სადაც მოსკოვის სცენებს ლუკ ბესონის გამაოგნებელ სტუდიაში ვიღებდით. იქ ფანტასტიკური გარემოა, ყველა ზონას თავისი ასისტენტი ჰყავს.

ჩვენთან ხომ ასეა, თუ ახალგაზრდა, უცნობი არტისტი ხარ, უნდა დაიმსახურო, რომ კოსტიუმი საგრიმიოროში მოგიტანონ. იქ კი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ლუკ ევანსი ხარ, კილიან მერფი, საშა პეტროვი თუ საშა ლუსი. შენ გუნდის ნაწილი ხარ!

- გადაღებებიდან სამახსოვროდ თუ წამოიღეთ რამე?

- შევინახე ერთი სპეციალური წიგნაკი, რომელიც ყველას დაურიგეს. იქ ყველაფერი გაწერილია: სახელები, მისამართები, ტელეფონები, გადამღები ჯგუფის ელ-ფოსტის მისამართები. ეს ძალიან მოსახერხებელი იყო... 

- არ გაღიზიანებდათ თქვენი გმირის კლიშე, რომელსაც უცხოელები ხშირად მიაწერენ ხოლმე რუსებს?

- ვერ დაგეთანხმებით. მე სწორედ ის მინდოდა, რომ თავიდან ამეცილებინა ეს. არა მგონია, უცხოელებმა ეს აღიქვან, როგორც „რუსები ისევ ისეთები არიან“.

ფილმში რთული პერიოდია აღწერილი. მინდოდა პერსონაჟს მეტი ფაქტურა, სიცხოველე შეეძინა. მაგალითად, ფრანგ გრიმიორებთან ერთად გადავწვიტეთ, რომ ჩემი გმირი ალბათ თმას არ იჭრიდა. ამიტომ თავზე დამატებით ხელოვნურ თმას მაწებებდნენ.

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიფილმ „ანას“ პრემიერა - მარცხნიდან მეორე საშა ლუსი, ბოლო - ალექსანდრ პეტროვი
„ჰოლივუდმა გამაშტერა“ – უპოპულარესი რუსი მსახიობის გულახდილი საუბარი - Sputnik საქართველო
ფილმ „ანას“ პრემიერა - მარცხნიდან მეორე საშა ლუსი, ბოლო - ალექსანდრ პეტროვი

ლუკ ბესონს ჩვენ ქვეყანაში არ უცხოვრია და არ იცის, როგორ გამოიყურება აქ ყველაფერი. ხშირად ვკამათობდით კონკრეტულ საკითხებზე, ვუმტკიცებდი, რომ ასე ვერ იქნებოდა. რუსეთში ფილმის წარდგენა ხომ მე მომიწევდა და მე მომკითხავდნენ, რატომ არ შეუსწორეო. ისიც ზოგ არგუმენტს ითვალისწინებდა, მეთანხმებოდა, ზოგზე კი მპასუხობდა, საშა, მე ვიღებ ფილმს საერთაშორისო ბაზრისთვის და ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთოო. ლუკი უფრო ფართოდ აზროვნებს, ვიდრე მე. 

- ერთხელ როგორღაც თქვით, რომ წარსულში არაერთხელ აღმოჩენილხართ ცუდ კომპანიაში... პეტრეს როლში პირადი გამოცდილება თუ გამოგადგათ?

- რა თქმა უნდა. ზუსტად ისეთივე არა, მაგრამ ქუჩა მაინც ქუჩაა...

- ლუკ ბესონმა რამე გასწავლათ?

- მირჩია, აუცილებლად მესწავლა ენა და მერწმუნა საკუთარი თავისა. მისი აზრით, რუსულ მენტალობას ახასიათებს შტრიხი — არ დაიჯერო ის, რაც ხდება. მეუბნებოდა, თქვენ არ გაქვთ ამერიკული ოცნება – ყველაფერი გამომივა, ეს ჩემია, ამას თან წავიღებო.

მართლა არ მჯეროდა, რომ ამ ფილმში ვითამაშებდი, არც საშა ლუსს (ქალის მთავარი როლის შემსრულებელი) სჯეროდა. მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რათა ეს მიდგომა შევცვალო.

კიდევ, ლუკს ვკითხე, როგორ დაიწყე ფილმების გადაღება, როგორ იღებდი „ლეონს“, რას ნიშნავს ეს შენთვის-მეთქი. მიპასუხა, თითოეული ფილმი ჩემთვის მთელი ფილოსოფიააო. ნათქვამი გულზე მომხვდა. 

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ პეტროვი
„ჰოლივუდმა გამაშტერა“ – უპოპულარესი რუსი მსახიობის გულახდილი საუბარი - Sputnik საქართველო
ალექსანდრ პეტროვი

- რა გხიბლავთ როლის არჩევისას? ფილმის ფინანსურ მოგებაზე ფიქრობთ, პროექტის მნიშვნელობაზე კინოინდუსტრიისთვის თუ თქვენს შემოქმედებით გამოწვევებს აყენებთ წინა პლანზე? 

- ყველაფერს ერთად. მიზიდავს სიახლე, განსხვავებული გარემო. მინდა ჩემი თავიც გავაოცო და მაყურებელიც. ვფიქრობ, ცხოვრება ასეთიც უნდა იყოს, ყოველ ჯერზე ახალ გამოწვევას უნდა ლახავდე. კომფორტულ პირობებში ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს...

მე მინდა რაღაც დრო დავყო არაკომფორტულ ზონაში. ჯერჯერობით ვგრძნობ იმის ძალას, რომ გავაოცო საკუთარი თავიცა და მაყურებელიც. როცა მივხვდები, რომ კოზირი შემომელია, თავად მოვძებნი და შევქმნი მას.

- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?

- ახლა ძალიან დატვირთული არ ვარ... სისტემა შევიცვალე. წელიწადში ორ ფილმში ვმონაწილეობ. ადრე ერთბაშად ცხრა პროექტზე ვმუშაობდი დასვენების გარეშე და ამით კაიფს ვიჭერდი. ახლა მივხვდი, რომ ასე აღარ მომწონს, განსაკუთრებით, „ტექსტის“ შემდეგ.

- ამ ფილმში თამაში გაგიჭირდათ თუ ის თქვენთვის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი იყო?

- „ტექსტი“ ალბათ პირველი კინონაშრომია, რომელიც მინდა თავიდან ბოლომდე ვაჩვენო ჩემს ოსტატს, ლეონიდ ხეიფეცს. ამიტომ მეჩქარება დასრულება.

- თქვენზე ხუმრობენ, რომ ახლა ყველგან საშა პეტროვია. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- ნორმალური. მე ხომ თვითირონიის გრძნობა მაქვს და ფილმებში თამაშიც მიყვარს. ისე ხდება, რომ ეს ფილმები გამოსვლისთანავე აინტერესებს მაყურებელს. ჩემი თვითმიზანი არ არის, ვიყო ყველგან. არც არასდროს ყოფილა...

 

ყველა ახალი ამბავი
0