ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ამოხსნილია მეხსიერების ერთ-ერთი საიდუმლო: სად ინახება მოგონებები

© Pixabay / mohamed_hassanქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით
ქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალე მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცემათ, შექმნან წამალი ადამიანებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ხანგრძლივი მეხსიერების მუშაობა.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. მღრღნელების ტვინის მუშაობაზე დაკვირვებამ რუს ბიოლოგებს უჩვენა, თუ რა როლს ასრულებს  ანთების საწინააღმდეგო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერება მეხსიერების მუშაობაში. მეცნიერთა დასკვნები ჟურნალ Behavioural Brain Research-ში გამოქვეყნდა.

„ჩვენს კოლეგებს უკვე შენიშნული ჰქონდათ, რომ მცირე რაოდენობის ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებიც კი შესამჩნევად ზემოქმედებდნენ ნეირონების აქტივობაზე, რაც შეიძლება გამოიხატოს სტრესულ სიტუაციებსა და გაძლიერებული კოგნიტიური საქმიანობის დროს. ჩვენ ჩავატარეთ მთელი სერია ცდებისა, რათა ეს ვარაუდი დაგვედასტურებინა და გაგვერკვია, რა როლს ასრულებს ეს ნივთიერებები მეხსიერების მუშაობაში“, — ამბობს თეორიული და ექსპერიმენტული ბიოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი ვლადიმერ არხიპოვი.

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მეხსიერება ტვინში ელექტროიმპულსების კრებულების სახით ინახება და ისინი ჰიპოკამუსში უჯრედებს შორის იცვლება. მაგრამ 2012 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის  ნეიროფიზიოლოგებმა ტვინის ამ ნაწილში აღმოაჩინეს განსაკუთრებული ნერვული უჯრედები, რომლებშიც ცალკეული მოგონებები ინახება. 

ამ მიგნებამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ჩვენს მეხსიერებას აქვს წმიდა ქიმიური ან ელექტროქიმიური ბუნება და მისი მუშაობის დარღვევა უკავშირდება იმ უჯრედული სისტემების „გაუმართაობას“, რომლებიც ნეირონებში ნივთიერებათა ცვლას მართავენ.

სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი - Sputnik საქართველო
როგორია სიკვდილისწინა განცდები: მეცნიერული კვლევა 35 ქვეყანაში

სწორედ აღნიშნული მოსაზრებით იხელმძღვანელეს ამერიკელმა მეცნიერებმა ორი წლის წინ, როდესაც შეძლეს თაგვების ტვინში დაეთრგუნათ, შემდეგ კი აღედგინათ კონკრეტული მოგონება ტვინის ნერვული უჯრედებზე ლაზერული დასხივებით.

მომდევნო ცდები, როგორც არხიპოვი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, ცხადყოფს, რომ ჰიპოკამპუსისა და ტვინის სხვა — ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების მუშაობაზე პასუხისმგებელი ნაწილების მდგომარეობაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს ანთებები და მათი მაპროვოცირებელი სასიგნალო მოლეკულები. სწორედ ამიტომ ახსოვთ ადამიანებს ძალიან ცუდად ის, რაც მათ გარშემო მძიმე ავადმყოფობის პერიოდში ხდება.

რუსმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შეევსოთ კვლევებში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიცარიელე: საქმე ისაა, რომ აქამდე არავის შეუსწავლია, როგორ მოქმედებს მეხსიერებასა და ტვინის მუშაობაზე ამ მოლეკულების „სარკისებური ორეულები“ — ის სასიგნალო ნივთიერებები, რომლებიც კი არ აპროვოცირებს, არამედ თრგუნავს ანთებით პროცესებს. 

რუსმა მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს ორ მსგავს შენაერთზე - ინტერლეიკინ-10-სა და TGF-B1-ზე, რომელთა როლი და ფუნქცია ორგანიზმში სრულყოფილადაა შესწავლილი. ვირთხების ტვინში მათი დამატებით მკვლევარები შეეცადნენ, გაეგოთ, როგორ გავლენას მოახდენს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამოჩენა მღრღნელების უნარზე, დაიმახსოვრონ ახალი ინფორმაცია. 

კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო
მეცნიერები კოსმოსში პირველი ადამიანის დაბადებაზე ალაპარაკდნენ

პირველმა ცდებმა აჩვენა, რომ არცერთი ნაერთი არ მოქმედებდა ხანმოკლე მეხსიერების მუშაობაზე ან თაგვების უნარზე, გაეხსენებინათ უკვე ნაცნობი ინფორმაცია. ანალოგიურად, როდესაც მეცნიერებმა ქიმიური მეთოდით მღრღნელების ტვინის ამნეზია გამოიწვიეს, ვერც ინტერლეიკინი-10 და ვერც TGF-B1 ვერ დაეხმარა მათ, გაეხსენებინათ, მათი გალიის რომელ „თაროზე“ იყო დამალული საკვები. 

მეორე მხრივ, მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ მეორე სასიგნალო ნივთიერების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ვირთხების ჰიპოკამპუსში და პრეფრონტალურ ქერქში მაშინ, როდესაც ისინი სწავლობდნენ საკვების მოძიებას გალიაში. ამან აჩვენა, რომ აღნიშნულ ნაერთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაში და არა მეხსიერებიდან მის „ამოკითხვაში“.

თუ როგორ მონაწილეობს ეს ცილა ხანგრძლივი მოგონებების ფორმირებაში, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, მაგრამ ამ ამოცანაზე პასუხის გაცემას მომდევნო ექსპერიმენტების დახმარებით გეგმავენ. მათი როლის გაგება მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, შექმნან წამალი ადამიანებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ ხანგრძლივი მეხსიერების მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0