საჭიროა შენარჩუნდეს ჰუმანიტარული დერეფანი: რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს განცხადება

© photo: Sputnik / Нина Зотина / გადასვლა მედიაბანკშიმიხაილ ფედოტოვი
მიხაილ ფედოტოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტების გამოხდომების გამო, უბრალო ხალხის ინტერესები არ უნდა დაზარალდეს.  

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭო მხარს უჭერს რუსეთში ადამიანის უფლებათა რწმუნებულ ტატიანა მოსკალკოვას წინადადებას, რომელიც, საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის საკითხის განხილვისას,  ბავშვებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარების გასაწევად ჰუმანიტარული დერეფნის შენარჩუნებას ითხოვდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости. 

სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო
რუსეთის დუმა საქართველოს მიმართ დამატებითი სანქციების მოთხოვნას აპირებს

ამის თაობაზე სააგენტოს ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ ფედოტოვმა განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტების გამოხდომების გამო, უბრალო ხალხის ინტერესები არ უნდა დაზარალდეს.  

„ჩვენ გვერდიგვერდ უნდა ვიცხოვროთ კიდევ ბევრი-ბევრი ასწლეული. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი,  ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ეწინააღმდეგება, წარსულში დარჩნენ და ხელი არ შეგვიშალონ ნორმალური მეზობლობის მშენებლობაში“, — განმარტა საბჭოს თავმჯდომარემ.

ფედოტოვის თქმით, რუსეთმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი შეურაცხყოფას, მაგრამ არა ისე, რომ ამის გამო ის ხალხი დაზარალდეს, რომლებსაც რუსეთისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.  

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად. 

ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი: ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია გმობს სიძულვილის ენას

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების შეტანისა და ასევე ფულადი გადარიცხვების აკრძალვას.

ყველა ახალი ამბავი
0